ევრობასკეტი 2017: თურქეთმა რუსეთი აირჩია და... საით წავა საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
თურქეთმა პარტნიორად რუსეთი აირჩია - ევრობასკეტის ერთ ჯგუფში, რომლის მატჩები სტამბოლში გაიმართება, რუსეთი და თურქეთი ითამაშებენ.

ახლა უფრო კონკრეტულად: 2015 წლიდან დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ოთხ სხვადასხვა ჯგუფში ნაწილდება. ოთხივეს სხვადასხვა მასპინძელი ჰყავს. ევრობასკეტი 2017 გაიმართება თურქეთში, ისრაელში, ფინეთსა და რუმინეთში. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მერვედფინალის სათამაშოდ გუნდები სტამბოლში გადაინაცვლებენ.

ასევე 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველი ჯგუფის მასპინძელს თითო პარტნიორის არჩევის უფლება აქვს. ჯერ ფინეთმა აირჩია ისლანდია, შემდეგ ისრაელმა  - ლიტვა, რუმინეთმა - მეზობელი უნგრეთი, ახლა კი
თურქეთმა გამოაცხადა - ჩემს ჯგუფში რუსეთს ვიწვევო.

ყოველი მასპინძელი, პირველ რიგში, ბიზნესსაკალათბურთო ინტერესებით ხელმძღვანელობს. თურქებმა კარგად იციან, რომ სექტემბრის დასაწყისში მათთან ბევრი რუსი იყრის თავს, ტურისტების რიცხვს კალათბურთის გულშემატკივრებიც დაემატება და თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტ ჰედო თურქოღლუს იმედი აქვს, რომ რუსეთის მატჩებისას დარბაზი ბოლომდე გაივსება.

- ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა თურქების შეთავაზება. ამ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტი 2017-ის მსვლელობისას სტამბოლში დარბაზი მშვენიერი სანახავი იქნება, - განაცხადა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ.

ახლა, ყველაზე მთავარზე: მას მერე, რაც რუსეთ-თურქეთის პარტნიორობა გაცხადდა, საქართველოს ნაკრებს ორი ვარიანტიღა დარჩა - ისრაელი ან ფინეთი.

საქმე ის არის, რომ რუსეთი წინასწარი განთესვისას ჩვენთან ერთად მეოთხე კალათში იყო. ჰოდა, თურქეთის ჯგუფში მეოთხე კალათიდან, რუსეთის გარდა, სხვა ნაკრები ვეღარ მოხვდება. სწორედ ასეთი სიტუაციაა რუმინეთის ჯგუფის შემთხვევაშიც - ვლახებმა პარტნიორად უნგრეთი აირჩიეს, რომელიც საქართველოს, სლოვენიისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად მეოთხე კალათაშია განთესილი.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ევრობასკეტი 2017-ის წილისყრას, რომელიც 22 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება. დაწყების დრო 16 საათია (თბილისის დრო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Finelebtan ramdenic vitamashet cavagetr ase rom Israeli jobia
Dato
07:19 17-11-2016
0
zura-ს ისრაელი და ლიტვა ჯგუფში უკვე თავიდან არაა?! :დ ევრობაკეტზე სულ 4 ადგილზე ვამთავრებთ და გვეჯახებიან გრანდები პირველივე მატჩში და ერთ ეტაპსაც ვეღარ გავდივართ შემდეგ, იმედია ფინეთში მოვხვდებით!
svani
14:57 16-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული