საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფში ცნობილია

AutoSharing Option
22 ნოემბერს სტამბოლში ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ისრაელში ქალაქ თელ ავივში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია.

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ისლანდია, სლოვენია
B ჯგუფი: უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, საქართველო, იტალია, გერმანია
C ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, უნგრეთი
D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, სერბეთი, ლატვია, თურქეთი, ბელგია

ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპი 31 აგვისტოს დაიწყება და
17 სექტემბერს
დასრულდება. ჯფუფური ეტაპის ოთხ ქვეყანაში ჩატარდება: ფინეთში, ისრაელში, რუმინეთსა და თურქეთში.

პლეი ოფში თითო ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის და მერვედფინალში აგრძელებს ასპარეზობას. ტურნირის ფინალური სტადიას კი უკვე თურქეთი უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მარკოისვილის ჯამრტელობა როგორ არის
შოთა გუგეშაშვილი
23 ნოემბერი 2016 09:22
0
თუ გავითვალისწინებთ ჩვენს (მეოთხე) კალათას, A ჯგუფში სლოვენიის მაგივრად ვიქნებოდით, C–ში უნგრეთის, D–ში კი – რუსეთის. ცოტათი ალბათ მაინც A ჯგუფი გვერჩივნა, რადგან იქ საფრანგეთისა და საბერძნეთის გარდა ჩვენზე ძლიერი არავინაა, მარა პრინციპში, დაახლოებით თანაბარი ჯგუფები გამოვიდა და წესით არცერთიდან არ უნდა გაგვჭირვებოდა გასვლა. ახლა თუ გერმანიას (ოღონდ უნოვიცკოს) და უკრაინას ვერ მოვუგეთ, რა გვინდა ევროპაზე
მერაბი
23 ნოემბერი 2016 03:03
0
ყველაზე კარგ ჯგუფში მოვხვდით, თუ რამის პრეტენზია გვაქს, წარმატება ნაკრებს, მე მჯერა რომ მინიმუმ ჯგუფიდან გავლთ...
giorgi
22 ნოემბერი 2016 21:29
0
რა მინიმალური.4გუნდი გადის.
gocha
22 ნოემბერი 2016 21:22
0
რამდენი გუნდი გადის ჯგუფიდან?
ss
22 ნოემბერი 2016 20:59
0
ამ ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსი მინიმალურია, იტალიას ძალიან ძლიერი კალათბურთელები ყაავს,
Luka
22 ნოემბერი 2016 20:32
0
ჩვენი ჯგუფი ყველაზე თანაბარი ჯგუფია და აქ ბრძოლა ბოლო ტურამდე იქნება. ისიც შესაძლოა რომ რამდენიმე გუნდმა ერთნაირი მოგებები დააგროვოს
qomagi
22 ნოემბერი 2016 20:20
0
D ჯგუფი ყველაზე სუსტია
vaJa
22 ნოემბერი 2016 19:55
0
მშვენიერი ჯგუფია. არა მგონია იტალია და ლიტვა ისეთი ძლიერები იყვნენ, როგორ წინა ჩემპიონატზე. თუ არ ვცდები პირველი შეხვედრა ლიტვასთან გვაქვს და გამარჟვების დიდი იმედი მაქვს მთავრია ყველა ძირითადი იმ დროისთვის მწყობრში იყოს. წარმატებები.
gogig
22 ნოემბერი 2016 19:53
0
აი გერმანიას რა უნდოდა ჩვენთან რა :დ
svani
22 ნოემბერი 2016 19:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული