ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მოიპოვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28-28 ქულა კევინ დურანტმა და სტუმართა კალათბურთელმა ჰასან უაიტსაიდმა მოაგროვეს. ამასთან ერთად, უაიტსაიდმა 20 მოხსნაც მიითვალა.
ოკლენდელებს არ ჰყავდათ კლეი ტომპსონი, მისი ადგილი სასტარტოში კი პატრიკ მაკკოიმ დაიკავა.
33 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ პირველია NBA-ში. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს შინ "დეტროიტთან", ჩვენი დროით დილის 07:30 საათზე გამართავს.
ერთი ქართველი ფეხბურთელი მანახა ბარსაში შემთვევით მოხვედრილი
ამერიკელი მედია და მოთამაშეები ხმის მიცემის დროს მაგ კომენტარს გაითვალისწინებენ, როგორმე მიაწოდე ჩქარა
მე მგონი ზაზამ თქვენზე კარგად იცის როდის ჩატენოს.
ვარსკლავობა ჩატენვებით არ გამოჩნდება. ის ისედაც ვარსკვლავია უკვე,
ზაზას მარიაჟობა არ უყვარს.
კიდევ ერთი ბრიწყინვალე თამაში და მისი გმირული მოქმედებები.
რა ბედნიერია ერი, როცა ასეთი შვილი ჰყავს.