ეს ზაზამაც კარგად იცის... NBA.COM "ოლ სტარში" ფაჩულიას შანსებს აფასებს

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სტარტერთა ხმის მიცემის მეორე საშუალედო შედეგები ცნობილია - ზაზა ფაჩულიამ დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილი განიმტკიცა.

- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!
- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

ამას NBA.COM სპეციალური სტატიით გამოეხმაურა:

"ზაზა ფაჩულიას ხმები ამჯერად 823 476-ს ითვლის. ეს კი 192 ათასით მეტია, ვიდრე "სან ანტონიოს" კავაი ლეონარდის მაჩვენებელი, ვინც მესამე ადგილზეა. ეს კიდევ თითქმის ორმაგია ერთი კვირის სხვაობასთან შედარებით - მაშინ ზაზა კავაის 98
ათასი ხმით უსწრებდა.

გასულ კვირასთან შედარებით, დასავლეთის კონფერენციის ფორვარდთა ათეულის მდგომარეობა არ შეცვლილა, მაგრამ ფაჩულიას ხმების ჯამი 87,3%-ით გაიზარდა.

ეს მაჩვენებელი კი, თუ აჩქარების მიხედვით დავახარისხებთ, მეოთხეა NBA-ში თავის კატეგორიაში. ზაზა მხოლოდ თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს (96%), ლამარკუს ოლდრიჯს (89%) და დემარკუს კაზინსს (87,4%) ჩამორჩება.

ფანების გამოკითხვა ორშაბათს 23:59-ზე სრულდება (აღმოსავლეთამერიკული დროით), "ოლ სტარის" ვარსკვლავები კი მხოლოდ 19 იანვარს გამოცხადდება, TNT-ის ლაივშოუში. ზუსტად ერთი თვის მერე კი ნიუ ორლეანში მატჩიც გაიმართება.

სტარტერებს ფანები, მედია და კალათბურთელები შეარჩევენ, ხოლო თითო გუნდში 7-7 სათადარიგოს უკვე მწვრთნელები დაასახალებენ.

არავინ აღარ დარდობს იმის გამო, რომ ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 5,5 ქულასა და 5,7 მოხსნას აკეთებს (18,4 წუთში), "ოლ სტარტის" სასტარტოში ადგილს რომელიმე ფორვარდს ან ცენტრს წაართმევს, ვინც თამაშს მასზე მეტად იმსახურებს.

შარშან ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი გუნდი მოიარა NBA-ში, 14 227 ხმა დააკლო მიზანს, ფორვარდებს შორის მე-4 ადგილზე გავიდა და "ოლ სტარი" ვერ ითამაშა.

წლეულს NBA სულ სხვანაირად ასახელებს "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეებს, მხოლოდ ფანების ხმები საკმარისი არ არის, მას 50%-იანი ძალა აქვს. 25-25% კი მედიასა და კალათბურთელების ხმებზეა დამოკიდებული.

ფაჩულიამ სამი მაჩვენებლიდან ორში მაინც უნდა აჩვენოს კარგი შედეგი, რომ უფრო დამსახურებული კალათბურთელი ამოაგდოს შემადგენლობიდან.

ეს თავად ზაზამაც კარგად იცის, მან ახლახან NBA TV-ის დენის სკოტს განუცხადა:

"მე ისედაც ვთავაშობ "ოლ სტარში", რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოთხივე თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო შემადგენლობიდან ნიუ ორლეანში ითამაშებს. ასე რომ, "ოლ სტარში" ყოველდღე ისედაც ვთამაშობ", - გვითხრა ზაზამ სიცილით და ყურადღება "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავურ კვარტეტზე (კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინი) გაამახვილა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფაჩულია საკმაოდ პოპულარულია თანაგუნდელებში, მეტოქეებში და მედიაშიც კი. ასე რომ, ხმები მან აქაც შეიძლება მიიღოს.

ასევე მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ხმებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება საგარეო ფაქტორმაც იქონიოს. მაგალითად, ზაზას სამშობლოში მთავარი ბანკი მოუწოდებს კლიენტებს, სწორედ მას დაუჭირონ მხარი"...
მკითხველის კომენტარები / 39 /
თიბისი
marko
14 იანვარი 2017 02:05
0
კი თბს ბანკის თანამშრომლის მოწოდება ვნახე პირადად დადებული ქონდა ნბა- ს მთAვარ საიტზე და მაგას ატრიალებენ მუდმივდ
kakha
14 იანვარი 2017 01:35
0
ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს
buxrika
14 იანვარი 2017 00:56
0
რომელი ბანკი მოგვიწოდებს? იცით ვინმემ?
ბიზნესი
14 იანვარი 2017 00:15
0
დათო გეთანხმები, ზაზა ოლ სტარისთვის შესაფერი არაა იმიტომ რომ იქ აქცენტი უფრო სანახაობრივ თამაშზეა რასაც ზაზა ნაკლებად უჩვენებს. ეს ზაზამაც იცის და ჩვენც, მაგრამ ხმას მაგიტომ არ ვაძლევთ, ამით უფრო მის დაფასებას ვცდილობთ რის გამოსახატადაც ეს მშვენიერი შანსია. არავინ არ დაიჩაგრება და საუკეთესოები ითამაშებენ ოლ სტარში მაინც
B-52
13 იანვარი 2017 23:27
0
ბანკირებო შეეშვით კარგად დაწყებული საქმის კარგად დამთავრებას, საქმეს ნუ გაუფუჭებთ ადამიანს
giorgi
13 იანვარი 2017 23:27
0
ზაზა ძაან მიყვარს ძაან ვგულშემატკივრობ, მაგრამ რასაც ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეთა სიაში ზაზას შესაყვანად აკეტებთ მარტივად პატარ ერის კომპლექსი შეიძლება ვუწუდოთ, რით განსხვავდებიტ დალოცვილებო ხელისუფლებისგან რომელიც დაუმსახურებლად აწინაურებს ტავის მეხოტბეებს სხვადასხვა ტანამდებობებზე.. ზაზა რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა არ იმსახურებს (ტავისი წლევანდელი შედეგებით) ეს აქსიომაა და იმედია ამაში მაინც დამეტანხმებით
daTo
13 იანვარი 2017 22:27
0
დათო საღოლ
იბერიელი
13 იანვარი 2017 22:18
0
ბანკი ზაზას კი არ უკეთებს პიარს, თავის თავს აპიარებს ზაზას ხარჯზე.
მახო
13 იანვარი 2017 21:45
0
ბანკი არა კანტორა,,, ხალის სიყვარული უნდა მიისაკუთფროს და თვითონ მიიწეროს.
ბესო
13 იანვარი 2017 21:22
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული