ფაჩულიამ ერთ მომენტში უესტბრუკი დაჩაგრა, "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
19 იანვარს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომა" მიიღო და ანგარიშით 121:100 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 18:56 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ერთ მომენტში ზაზა ფაჩულიამ უხეშად ითამაშა რასელ უესტბრუკზე. როცა მიმდინარე სეზონის სამმაგების მეფე ბლოკს უვლიდა, მას ფაჩულია უხეშად დახვდა და ამასთან ერთად, მარცხენა ხელი მოუხვდა რასელის სახეზე.

ამის გამო ფაჩულიამ არასპორტული ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე, უესტბრუკმა ფარქვეშ შესვლისას ზაზას იდაყვი ჩაარტყა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია რასელ უესტბრუკის წინააღმდეგ
Sportall.Ge

ყველაზე მეტი ქულა კევინ დურანტმა მოაგროვა, რომელმაც ყოფილ გუნდს 40 ქულა ჩაუგდო. ამასთან ერთად, დურანტმა 12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. სტეფ კარიმ 24 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 14.
იხილეთ ვიდეო: ფაჩულია, ტომპსონი და დურანტის ჩატენვა
Sportall.Ge

ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას პასი და დრეიმონდ გრინის ჩატენვა
Sportall.Ge

მოედნიდან არ გასულა სამმაგი დუბლის გარეშე რასელ უესტბრუკი, რომელმაც 27 ქულა, 13 პასი და 15 მოხსნა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ეს უესტბრუკისთვის 21-ე სამმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში. თუმცა ოკლაჰომელთა ლიდერმა ოკლენდელებთან მატჩში ბურთი 10-ჯერ დაკარგა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 121:100
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 36 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ოკლენდელები NBA-ს ლიდერობენ.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 21 იანვარს, სტუმრად "ჰიუსტონთან" გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 05:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინც თამაშს უყურა, ნახავდა რომ მაგ ეპიზოდამდე რასელმა ზაზას იდაყვი ჩაარტყა.ჩარტყმის მომენტი მაშინაც ანახეს განმეორებით, როცა მსაჯები გადაწყვეტილებას იღებდნენ. ზაზა არავის მიმართ არ არის უმიზეზოდ აგრესიული, უბრალოდ თავი არ დააჩაგვრინა ))))
dato
19 იანვარი 2017 15:50
1
მე მგონი, არა თითქმის დარწმუნებული ვარ უესტბრუკმა ძალიან გააფორმა! ის ცდილობდა ზაზას მორალურად გაფუჭებას, ძალისმიერში, იდაყვიც კი ჩაარტყა, ამ ეპიზოდშიც ჯიქურ მიიტანა იერიში... სურათს დახედეთ, აბა მაგას მოედანზე რა უნდა დაუპირისპირო, ჩამოყალიბებული ნადირია! ზედმეტად ნუ ანერვიულდებით, ზაზამ იცის რაც უნდა გააკეთოს, ბოლოს და ბოლოს 14 წელია ნბა-შია!
არჩილ ხოფერია
19 იანვარი 2017 15:31
0
დათო-ს შენ კიდე სად წახვედი ვაბშე გრინმა რაც გააკეთა ლებრონთან მაშინ საერთოდ 2 კვირიანი დისკვალიფიკაცია უნდა მიცენ შენი გადმოსახედიდან მაშინ))))
svan
19 იანვარი 2017 15:24
0
დღეს არ იყო ზაზას დღე და არც ეს არის დაჩაგვრა)) კომპეტენტური ადამიანი ამას დაჩაგვრას ვერ დაარქმევს)
svan
19 იანვარი 2017 15:23
0
ნბა-ში, ალბათ, არ არსებობს ისეთი ცენტრფორვარდი, რომელიც 18 წუთში, 5 ქულასა და 6 მოხსნას ვერ აგროვებდეს, ჩვენეული, ანუ ქართული ლოგიკით, აქედან გამომდინარე, ვარსკვლავთა მატჩში ყველა ცენტრი უნდა თამაშობდეს. ნუ გავმასხარავდებით და გავმაიმუნდებით, კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოს თვალში, ძვირფასო თანამემამულენო, ზაზა უდაოდ, კარგი კალათბურთელი და ღირსეული ადამიანია, მაგრამ ნუ ავკიდებთ მას იმაზე დიდ ტვირთს, რისი ზიდვაც შეუძლია.
aureliano buendia
19 იანვარი 2017 14:41
0
ეს უფრო უმსგავსო საქციელია,ვინ დაისაჯა თუ დაიჩაგრა მერე ამ საქციელით..?
vova
19 იანვარი 2017 14:37
0
გეთანხმები, წავიკითხე სოციალურ ქსელებში ამერიკელების გამოხმაურები, უკიდურესად ნეგატიურია, მისი ოლ სტარის რეიტინგზე უკმაყოფილოები დღეს მთლად გაგიჟდნენ და რეალურად მართლებიც არიან, ანალოგიური სიტუაცია რომ იყოს ჩვენთან და ვიღაც ჩვენთვის არა სასურველი უცხოელი მისი ქვეყნის მოქალაქეებმა ძალით თავს მოგვახვიონ, ისეთი მოხდებოდა აქ რომ, დედა შვილს ხელში არ აიყვანდა.
დათოს
19 იანვარი 2017 14:20
0
სროლის სიზუსტეს თუ გააუმჯობესებს კარგია, 5 დან 1 ორქულიანი არ არის კარგი,ანუ 10 დან 2 ქულა
zorbegi
19 იანვარი 2017 14:17
0
რა იყო აქ არა ჯენტლმენური,ვესტბრუკი თვითონ დაეჯახა.ტექნიკური რაში მისცეს.ჯარიმა პირიქით მგონია.ან ოლსტართან ტექნიკურს რა კავშირი აქვს.
შეეშვით ამ "ჭკუისკოლოფობას"
19 იანვარი 2017 14:17
0
რა მიკერძოებული სტატიაა, სირცხვილია. ...ხელი მოუხვდა... :-))) კარგით რა
Gio
19 იანვარი 2017 14:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული