ზაზა ფაჩულია: თუ ეს მართლა მოხდა, დიდი ამბავი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის

AutoSharing Option
"ოკლაჰომასთან" რეგულარული სეზონის მატჩის წინ, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" 121:100 მოიგო, NBA TV-ის შოუ GameTime-ში ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ შემოგვთავაზეს.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც NBA-ს "ოლ სტარის" მატჩზეა ლაპარაკი.

- არ შეგვიძლია, არ გკითხოთ "ოლ სტარის" მატჩზეც, მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, თქვენ ლიდერთა შორის ხართ დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში. ზედიზედ ორი წელია, ძალიან ბევრ ხმას იღებთ ფანებისგან. ხვალ გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები, მედიისა და კალათბურთელების ხმების ჩათვლით...
- ძალიან სახალისოა. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ თქვენთანაც უნდა ვთქვა - ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის
გრძნობა, მათი სიყვარულის, რადგან ამას ვერ იყიდი.

ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ქართველების ამ მხარდაჭერისთვის, ამერიკელების და საერთოდ, NBA-ს ყველა ფანის. მათ შორის პოპულარულობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

ყველამ იცის, რომ "ოლ სტარში" სათამაშოდ საკმარისი სტატისტიკა არ მაქვს, მე არ ვარ შოუმენი, მაგრამ მე ვარ კალათბურთელი, რომელსაც უყვარს ეს თამაში, რომელიც შეუერთდა დიდ გუნდს. ამიტომაც ჩემთვის ეს სიყვარული გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვითამაშებ თუ არა სინამდვილეში "ყველა ვარსკვლავის" მატჩში.

- როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია იქნება საქართველოში, თუ თქვენ NBA-ს "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში აგირჩევენ? 
- საქართველო პატარა ქვეყანაა, სულ 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მე ყოველთვის, როცა ვთამაშობ, ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ვიცი, რომ ქართველები მიყურებენ, არ მინდა, რამე არასწორი ნაბიჯი გადავდგა. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში, უკვე 16 წელზე მეტია.

და თუ ეს მართლა მოხდა, მე ვიქნები იმ ხალხის წარმომადგენელი, ვინც ხმა მომცა. ეს იქნება დიდი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის. იქ ამაყობენ, რომ საჩემპიონო გუნდში ვთამაშობ. ახლა კი მთელი ქვეყანა ჩართულია ჩემს მხარდარმჭერ აქციაში, პრეზიდენტიც კი.

- თქვენ მხარს გიჭერთ ქვეყნის პრეზიდენტი, მთელი ქვეყანა, თუ გჯერათ არჩევნების?
- ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია და ამიტომაც ასე სახალისო, როგორც თქვენი ეს კითხვა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩვენთვის ძალიან, ძალიან ძვირფასი ადამიანი ბრძანდებით,გაიხარეთ თქვენს ულამაზეს ოჯახთან ერთად
იზა
20 იანვარი 2017 09:41
0
ზაზა ამ კომენტარებს თუ წაიკითხავ იმ ერთი ორი დაბოღმილი "ადამიანის" სიტყვები არ გეწყინოს. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდისო ნათქვამია. ეგეთები ყველას ჰყავს. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. გვეამაყები. მაგარი კაცი ხარ.
მალხაზი
20 იანვარი 2017 06:43
0
ზაზა ამ კომენტარებს თუ წაიკითხავ იმ ერთი ორი დაბოღმილი "ადამიანის" სიტყვები არ გეწყინოს. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდისო ნათქვამია. ეგეთები ყველას ჰყავს. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. გვეამაყები. მაგარი კაცი ხარ.
მალხაზი
20 იანვარი 2017 06:43
0
რა ლენინი,რასაბჭოეთი,რა არ შეერგო კაცი 15 წლიდან საზღვარგარეთაა და დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სასტარტო ხუთეულშია.რა ფაჩულიას ბრალია ხალხი რომ გარბის საქართველოდან.ყველაფერს ხომ დაუღალავი შრომით მიაღწია.მაგრამ უსაქმურებს მარტო უაზრო კრიტიკა გეხერხებათ
ჩვენისთანა ბედნიერი
20 იანვარი 2017 02:15
0
რა ლენინი,რასაბჭოეთი,რა არ შეერგო კაცი 15 წლიდან საზღვარგარეთაა და დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სასტარტო ხუთეულშია.რა ფაჩულიას ბრალია ხალხი რომ გარბის საქართველოდან.ყველაფერს ხომ დაუღალავი შრომით მიაღწია.მაგრამ უსაქმურებს მარტო უაზრო კრიტიკა გეხერხებათ
ჩვენისთანა ბედნიერი
20 იანვარი 2017 02:15
0
ვისაც ზაზაში ეჭვი გეპარებათ-ის იგივე დონის გუნდში თამაშობს როგორც რეალი ან ბარსაა ფეხბურთში

















gogi
20 იანვარი 2017 00:04
0
მაგარი კარგი პიროვნებაა.
ისედაც ოლსტარტან ერტად ვარჯისჰობს ყოველ დგე და ის უკვე ტამასჰობს ოლსტარსჰი.
მას ისეტი ოტხი კაცის გვერდიტ უწევს ტამასჰი, ვარსკვლავი რო არ იყოს იქ არავინ არ დააყენებდა
nika
19 იანვარი 2017 23:51
0
საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთელი რომ ყოფილიყო NBA_ში როგორ მოხვდებოდა საერთოდ ან მაგ დონის გუნდში როგორ ითამაშებდა. სანამ მაგეთ რამეს იტყვი ხომ უნდა დაფიქრდე. თან სად დაინახეთ რომ თვითონ ეტენება სადმე. თან ისე ჯიგრულ კომენტარებს აკეთებს ამ საკითხზე ბევრი ამერიკელი ჟურნალისტი და სპეციალისტები დადებითად ლაპარაკობენ უკვე.
mmm
19 იანვარი 2017 23:23
0
რამ გაგაბოროტათ და დაგბოღმათ ასე თქვე კაი ხალხო...ნორმალურ კაცს რატო არ უნდა გიხაროდეს თანამემამულის წარმატება ვერ ვხვდები და ამ კომენტარების შემხედვარე ერთ აზრამდე მივდივარ - ალბათ ბავშვობაში ხშირად გიყურებიათ მეზობელი ბიძია დედიკოს როგორ ეთამაშებოდა ექიმობანას მამიკოს საწოლში და მაგ ასაკიდან დაიბოღმეთ ცხოვრებაზე...
რომან
19 იანვარი 2017 19:24
0
ზაზა, მაგარი წესიერი კაცი ხარ. შენი წესიერება კიდევ ერთხელ მახარებს, რომ ქართველი ვარ და ეს მეამაყება. თამაში თამაშია, კაცობა კაცობა, ქართველობა კი ყველაზე ძნელი. ყველა ვარსკვლავი დედაც ვატირე...ზაზა ქართველი კაცია
ვაჟა
19 იანვარი 2017 19:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული