NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
20 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ქართველი გულშემატკივრის იმედი - სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

გულშემატკივართა 1
528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია - 2017 NBA All-Star Game Starters Announced
მკითხველის კომენტარები / 24 /
სხვა რამეში რო დაუდგეთ ერთმანეთს ესე და ტრიპაჩობას თავი დავანებოთ ნბა ვოტ კიარა ქვეყანა იცლება სოფლებში ხალხი აღარ ცხოვრობს რადროს ნბია ვოუთ არის იმიტო დაგცინიან რო პროვინცილები ხართ ეს სპორტია და არა პოლიტიკა . ფაჩულია გადაგირჩენთ ქვეყანას
lasha
23:40 20-01-2017
0
ვეთანხმები ლაშას,ერთმანეთს უნდა დაუდგეთ მხარში არა მარტო ხმის მიცემაში სპორტში.რაც შეეხება პოლიტიკას,ის მჭიდროთ უკავშირდება სპორტს და აქ კარგად გამოვლინდა შტსტების ჩვენდამი დამოკიდებულება.თუ ერთმანეთი არ შევიყვარებთ და პატივი არ ვეცით,არავინ არ გვცემს პატივს....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული