კომენტარი ზაზა ფაჩულიაზე, რომელმაც 1000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა

AutoSharing Option
NBA-ს All Star-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც ასე ძალიან ელოდა ქართველი ქომაგი, სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა დაიწყო.

- NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

რა თქმა უნდა, უკვე ბევრმა გაიგო ზაზა ფაჩულიასა და ქართველი ხალხის შესახებ, რომელიც ასე ერთიანად და ორგანიზებულად აძლევდა ხმას საკუთარ თანამემამულეს. ამის შესახებ, შეიძლება ითქვას, მთელმა ამერიკამ გაიგო.

ეს ფაქტი ბევრს არ მოსწონდა, რასაც ქართველი მომხმარებლები ხან ხუმრობით, ხან კი აგრესიით პასუხობდნენ.

NBA-ს "ფეისბუქზე" ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი კომენტარი დადო, რამაც 1000-ზე
მეტი მოწონება დაიმსახურა.

"ყველა იმათთვის, ვისაც სძულდა ფაჩულია და აკრიტიკებდა ქართველ ერს ამ დღეებში, როცა ჩვენ ხმას ვაძლევდით ჩვენს საუკეთესო მოთამაშეს, ჩვენს კაპიტანს, ჩვენს გმირს და ყველამ იცოდით, რომ მისთვის ხმის მიცემა იყო ჩვენი უფლება, რადგან მხარი დაგვეჭირა მისთვის, მაგრამ თქვენ დღემდე საშინელ სიტყვებს ამბობდით ჩვენს კაპიტანზე და ქართველებზე... ახლა შეგიძლიათ დაწყნარდეთ! ზაზა არ არის All Star-ში. ჩვენ ბევრს ვცდილობდით, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ შევძელით.... ეს ჩვენი ხალხის სიძლიერეა, როცა გვჭირდება, შეგვიძლია გაერთიანება, შეგვიძლია ერთად დგომა და გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონზე მეტი არ არის! ასეთმა პატარა ქვეყანამ განახათ ყველას, თუ რამდენად ძლიერები ვართ თანამემამულის მხარდაჭერაში, ერთმანეთის მხარდაჭერაში, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მიზნის მიღწევა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ NBA-მ All Star-ის ხმის მიცემის წესები შეცვალა და ამის მიზეზი ისევ და ისევ ქართველი ხალხი და რა თქმა უნდა, ჩვენი კაპიტანი იყო. ამიტომ ამით ვამაყობთ. ჩვენ ვამაყობთ ზაზათი! მადლობა ყველა უცხოელ ადამიანს, რომელიც სამართლიან კომენტარებს წერდა ზაზას შესახებ, ჩვენს ერზე, რომელიც ხმას აძლევდა მას. ყველას დიდი მადლობა, ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას.

#NBAVOTE Zaza Pachulia შევხვდებით 2018 წელს! წარმატებები".

Sportall.Ge

- ეს ზაზაა! - ფაჩულიას "კაშკაშა" მომენტები "გოლდენ სტეიტში" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
მეც გამიხარდებოდა ზაზა მოხვედრილიყო მაგრამ სამართლიანად და არა იმის ხარჯზე რომ ზაზას გამო ვიღაც ღირსეული ვერ მოხვედრილიყო იქ. ვირაც უსაქმურების, ბებიების და ბაბუების და კალათბურთი რაა რომ არც გაუგიათ მასეთი ხალხის ხმებით მოხვედრილი კი არ მინდა. რაც შეეხება ერთსულოვნებას ყოველდღე ფბ ზე ავადმყოფი ბავშვების დახმარების თხოვნებია და ასე "ერთსულოვნად" 1 ლარიც რომ ჩავურიცხოთ ამდენმა "გულშემატკივარმა" მაშინ ვიამაყებ ქართველობით
lasha
20 იანვარი 2017 14:37
0
გენაცვალე გიორგი და ყველა გირსეულ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს. არდაგგვიწყებია ვისი გორისანი ვართ...
lasha
20 იანვარი 2017 14:05
0
მაგარი წერილია მალობა ავტორს.ამ პერიოდის გაგანმავლობაში აქ ამერიკაში ვამაყობდი ჩემი ქვეყენით!
კახა ქირია
20 იანვარი 2017 14:04
0
დიდება საქართველოს! დიდება ქართველ ერს!
dito
20 იანვარი 2017 13:48
0
სააღოლ გუგაჯან ამ კომენტარისთვის...ძაან ჯიგრულად და კაცურად თქვი!!!! სააღოლ ზაზაჯან ამდენი ხმა ხმა არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს არ მიუღიათ არჩევნებზე ალალად...შენ კი ეს ხმები ალალად მიიღე ორივე "ოლსტარზე"..ბედნიერებაა ასე რომ უყვარხარ ხალხს!!
nikola
20 იანვარი 2017 13:46
0
მადლობა ცერილის ავტორს და გაუმარჯოს ქარტველ ერს რომელმაც ამერიკა დააჰოქა.
Manoni
20 იანვარი 2017 13:22
0
ყოჩაღ ზაზა----ყოჩაღ ერთიანი საქართველო
სოსო
20 იანვარი 2017 12:36
0
ბრწყინვალე წერილია.

გამარჯვებებით გევლოთ ბატონო გიორგი.
ჯონი
20 იანვარი 2017 12:27
0
მაგ კომენტარის ლინკი დადეთ, ჩემი მოწონებაც მინდა დავუმატო ამ კარგი კაცის კომენტარს (Y)
sani
20 იანვარი 2017 12:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული