ზაზა ფაჩულიას 14 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება ორლანდოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი 22 იანვარს, სტუმრად "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 118:98 გაიმარჯვა.

ფაჩულიამ 20 წუთში 14 ქულა მოაგროვა და რაც მთავარია, სროლათა მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველი ცენტრის მეურვე გახლდათ მონტენეგროელი ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელსაც ზაზამ დუელი გასულ სექტემბერს, სანაკრებო დონეზეც მოუგო.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 42:24 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ფაჩულია საკმაოდ ეფექტური იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ფაჩულიამ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2
საჯარიმო კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

რაც შეეხება "ორლანდოს" ცენტრს, ვუჩევიჩმა ზაზაზე 4 წუთით მეტი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

"გოლდენ სტეიტში" 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. 21 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა. ორივე ამ კალათბურთელმა 7-7 სამქულიანი ჩააგდო. კევინ დურანტი 15 ქულას დასჯერდა, ოკლენდელთა მეორე ცენტრმა ჯავალ მაკდიმ კი 13 ქულას უწია.

44 მატჩიდან 38 მოგებით "გოლდენ სტეიტს" ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად "მაიამი ჰიტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნუ გშურთ !!!
ტარიელი
20:10 23-01-2017
0
გაიხარე ზაზა, სულ წარმატებიტ გევლოს.
gizog
19:57 23-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული