ზაზა ფაჩულიას 14 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება ორლანდოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი 22 იანვარს, სტუმრად "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 118:98 გაიმარჯვა.

ფაჩულიამ 20 წუთში 14 ქულა მოაგროვა და რაც მთავარია, სროლათა მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველი ცენტრის მეურვე გახლდათ მონტენეგროელი ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელსაც ზაზამ დუელი გასულ სექტემბერს, სანაკრებო დონეზეც მოუგო.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 42:24 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ფაჩულია საკმაოდ ეფექტური იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ფაჩულიამ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2
საჯარიმო კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

რაც შეეხება "ორლანდოს" ცენტრს, ვუჩევიჩმა ზაზაზე 4 წუთით მეტი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

"გოლდენ სტეიტში" 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. 21 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა. ორივე ამ კალათბურთელმა 7-7 სამქულიანი ჩააგდო. კევინ დურანტი 15 ქულას დასჯერდა, ოკლენდელთა მეორე ცენტრმა ჯავალ მაკდიმ კი 13 ქულას უწია.

44 მატჩიდან 38 მოგებით "გოლდენ სტეიტს" ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად "მაიამი ჰიტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნუ გშურთ !!!
ტარიელი
23 იანვარი 2017 20:10
0
გაიხარე ზაზა, სულ წარმატებიტ გევლოს.
gizog
23 იანვარი 2017 19:57
0
რა შუაშია გაკერპება, ქართველს ქართველის წარმატება უნდა უხაროდეს და ეგაა!
ალეკო
23 იანვარი 2017 19:39
0
რა გააღმერთეთ ეს კაცი,არის NBA-ს საშუალო დონის კალათბურთელი,14 ქულა დააგროვაო,შე ოჯახ აყვავებულო აბა ცეკვის მასწავლებელი კი არაა ჩააგდოს უნდა თორემ აქეთ გამოაგდებენ
rene
23 იანვარი 2017 19:06
0
ბოღმა ერი, კაცი ნბა-ში 14 ქულას აგროვებს, ფარქვეშიდან, თუ ფარის ზევიდან რა პრობლემაა, დაუთვალე ახლა საშუალო დისტანცია; მე მარკოს ფანი ვარ ზოგადად, მაგრამ ზაზამ საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა დადებითი ემოციებით და დიდ პატივს იმსახურებს
morte
23 იანვარი 2017 18:06
0
,,გიენა" რა კარგი სახელია ზოგიერთისთვის, ალალ. ზაზამ ერთი ქულაც რომ აიღოს... თუნდაც არ აიღოს, ასეთ გუნდში რომ მიიწვიეს, ვიამაყოთ. მათ ჩვენზე ცოტათი მაინც უკეთ იციან ვინ მიიწვიონ, თუმცა თანდათან უმატებს და უკვე მაღალ დონეზეც გავიდა. ვენაცვალე ქართულ ჯიგარში!
ცაგარელი
23 იანვარი 2017 17:58
0
ასიანი ხარ, მაგრამ ასეთი....პასუხის გაცემის ღირსნიც არ არიან, ეს ტიპი არა მგონია ჩვენი სისხლისა იყოს, იყოს, ....თავის ბოღმაში, ჩაკვდეს ბოლომდე, ზაზას რაც შეეხება, თამაშობს ალბათ ყველა დროის საუკეთესო გუნდში, თამაშობს მაღალი საკალათბურთო ინტელექტით, როგორიც გოლდენ სტეიტს შეეფერება, რაც მთავარია მუდმივად პროგრესირებს, თუ აკვირდებით ეს სუპერვარსკვლავები სულ უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან მას, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიამაყოთ ამ მაგარი, უმაგრესი კაცით და ვიყოთ ცოტათი მაინც ბედნიერები
Zaza chemplons-ს
23 იანვარი 2017 17:15
0
როგორ გიყვართ ადამიანის გაკერპება, ბევრი ქებაც არ შეიძლება, კარგი არასდროს არ მოუტანია.
მასე სამშობლოც აქეთ ხანდახან
23 იანვარი 2017 16:57
0
ერთი-ორი გიენა რომ არ გამოერიოს ხოლმე ამ კომენტარებში ისე როგორ იქნება. რა გინდა შე კლავიატურის ჭიავ, რა ქულებს უთვლი ზაზას, შენი და სისხლი და ხორცი რომ არის ეს არ არის საკმარისი შე უვარგისო?
zaza champion!!!!!
23 იანვარი 2017 16:37
0
გენაცვალე ჯიგარშიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ირაკლი
23 იანვარი 2017 15:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული