ზაზა ფაჩულიამ "მაიამის" ფორვარდს სახეში გასცხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "მაიამისთან" შეხვედრაში არასპორტული ფოლი მიიღო.

- ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" წაგება აუტსაიდერთან [VIDEO]

ფაჩულიამ მასპინძელთა ფორვარდს, ლუკ ბებიტს სახეში ხელი გაარტყა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ბებიტმაც მიიღო ტექნიკური ფოლი.

ზაზას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ მანამდე ბებიტმა ის სრულიად უწყინარ სიტუაციაში არ გაატარა და მხარი განგებ დაარტყა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზაზა ფაჩულიამ არასპორტული ფოლი რასელ უესტბრუკთან წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო.

- ფაჩულიამ ერთ მომენტში უესტბრუკი დაჩაგრა, "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას"
მოუგო [VIDEO]

- რასელ უესტბრუკმა ფაჩულიაზე უცენზუროდ ისაუბრა: ზაზას სამაგიეროს გადავუხდი
- ზაზა ფაჩულია უესტბრუკის მუქარაზე: ამაზე განსაკუთრებულად არ ვფიქრობ
მკითხველის კომენტარები / 32 /
ლებრონ ჯეიმსის თამაში დიდებულია ! რაც შეეხება ვაჟკაცობას ფაჩულიასთან შედარებით , დამახატოს ჩემს მიერ მითითებულ ადგილზე !
ფაჩულია კაცია ყველგან და პარკეტზეც !გომომიჩნდნენ აქ ჰუმანოიდები და აკრიტიკებენ:( ვერ იცნობთ თქვენ კარგად თავგასიებულ , ,,ბეზპრიდელშიკ " აფრო-ამერიკელებს , როგორც გატყობთ და ნუ მისიონერობთ აქ ..
zaza
26 იანვარი 2017 21:33
0
სად ნახეთ "სახეში გაცხო", ან არა კაცური საქციელი? ზაზამ უპასუხა, ნუ ცოტა მეტი მოუვიდა, რისთვისაც დასაჯეს.
guri
26 იანვარი 2017 12:41
0
კიი))
ნაღდად პაპა კარლოს ნაწარმია))
გია
24 იანვარი 2017 18:04
0
გეთანხმები
svan-ს აშკარად ნახერხი სჭარბობს :)
gia-ს
24 იანვარი 2017 17:51
0
ანდრიას-ს რა იყო სიტყვები გამოგელია და აღარ იცი რა თქვა? ისე მე რომ გამამწარო ... უნდა მიკბინო))))))))))
svan
24 იანვარი 2017 17:46
0
უნდა დამეჯერებინა შენთვის :)))
andria
24 იანვარი 2017 17:32
0
სროლა; სისწრაფე; ნახტომი, დაფარება-სუსტია;
ტაქტიკური მოქმედება; ბლოკი; პასი; პრესინგი-მაღალი დონის;
რაც შეეხება უხეშობას- ზურგსუკან და ჩუმად არ აკეთებს, რასაც აკეთებს აკეთებს პირდაპირ და ვაჟკაცურად
დათი
24 იანვარი 2017 17:14
0
ხომ გითხარი აზრი არა აქვს, ვერაფერს მიხვდება მეთქი :DDDDDD
ანდრიას
24 იანვარი 2017 16:44
0
ერთი კითხვა მაქვს(ადამიანურად ეს უბრალოდ კითხვაა) "ამ შემთხვევაში" არაკაცურ საქციელზე თავს უხრით ცხოვრებაშიც ვიღაცეებს.....?????
და ეხლა არ დაიწყოთ სად ცხოვრება და სად სპორტიო! სწორედ სპორტშია ცხოვრების ელემენტები.......!!!!!!!! რაც შეეხება კლიჩკოს აქ პირდაპირ შეგიძლია შენი ხელებით გაუსწორდე მოწინააღმდეგეს)))) თქვენ თუ ბურთის გადატენას და მუშტით სახის დასიებას ვერ არჩევთ განსხვავებას მაშინ ბრავო ბრავო ბრავოოოოო.........))))))))))))))))))))))))
svan
24 იანვარი 2017 16:12
0
ნუ წვალობ ტყუილად,პატარა ერის კომპლექსებით შეპყრობილები ამ ყველაფერს ვერ მიხვდებიან. ამის გაგებას კაცობა უნდა.
ანდრიას
24 იანვარი 2017 16:02
0

სიახლეები პოპულარული