ზაზა ფაჩულიას მწვრთნელი NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე "დასავლეთს" უთავკაცებს

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე დასავლეთის გუნდის მთავარი მწვრთნელი "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი იქნება. ამის შესახებ გამოცემა The Score იუწყება.

მილუოკიში წაგების შემდეგ (127:114) "ჰიუსტონი" უკვე ვეღარ დაეწევა "გოლდენს სტეიტს" მინიმუმ 5 თებერვლამდე.

დასავლეთ კონფერენციის მეორე გუნდის, "სან-ანტონიო სპურსის" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კი დასავლეთის გუნდს ვერ უხელმძღვანელებს, რადგან წესების მიხედვით, ორ სეზონში ზედიზედ ერთ სპეციალისტს გუნდის ჩაბარება არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულები უკვე ცნობილია, თუმცა სათადარიგო 7 კალათბურთელში სტივ კერიმ შესაძლოა ზაზა ფაჩულია აირჩიოს, რომელიც
მისი ხელმძღვანელობით "გოლდენ სტეიტში" თამაშობს.

კერის 7 არჩეული კალათბურთელის ვინაობა 26 იანვარს გახდება ცნობილი.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს, ნიუ-ორლეანში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ისედაც ცნობილი იყო რა არის ამაში ახალი. რამე საინტერესო დაწერეთ
komba
09:21 25-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული