დრეიმონდ გრინი: ბოლო კვირებში ზაზა საოცარი იყო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "პორტლენდთან" 113:111 მოგებულ თამაშში კარგად ითამაშა, მან 14 ქულას, 5 მოხსნას, 4 ჩაჭრასა და 2 პასს მოუყარა თავი.

ზაზა ფაჩულიას 14 ქულა, 4 ჩაჭრა და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

ზაზას კარგი თამაში ლამის ერთხმად აღნიშნა ამერიკულმა მედიამ. ქართველი ცენტრი მეცხრედ გადასცდა სეზონში 10-ქულიან ზღვარს და ბოლო 6 მატჩში ეს სამჯერ შეძლო.

sfgate.com: "ზაზა ფაჩულია აგრძელებს იყოს წარმატებული ისედაც ელიტური მოთამაშეებით გავსებულ გუნდში".

ზაზა შეაქო თანაგუნდელმა დრეიმონდ გრინმა, რომელიც "ოლ სტარზე" ითამაშებს:

"ზაზა საოცარი იყო. ის ძალიან დაგვეხმარა, განსაკუთრებით კი,
ბოლო კვირებში", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" მძიმე ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვიცი ზაზას შესაძლებლობები მეც და ბევრმა სხვამაც,ამას არც ვანგობა სჭირდება,მით უმეტეს არც ღმერთობა და ამას ჩემ თავზე რომ ვამბობდე,მაშინ იქნებოდა მანია ველიჩია.რაც მაგ გუნდში გადავიდა ზაზა სულ უფრო უმატებს და კიდევ მოუმატებს,რადგან თანაგუნდელები მას ახლა უფრო ენდობიან.სეზონის დასაწყისშიმასზე ამბობდნენ,სასტარტოს არ იმსახურებსო,ახლა ამას აღარავინ ამბობს,ნახევარი რეგულარული გავიდა და ზაზამტკიცედ ზის ხუთეულში,ბოლო თამაში კარიმ არ ითამაშა და ზაზას მეტის აღებამ მოუწია თავის თავზე,აიღო და ჩააგდო კიდეც.ასე რომ ვისაც არ გჯერათ, გაგვატარეთ,ზაზა კიდევ მოუმატებს.
სოსო
31 იანვარი 2017 19:20
0
ზაზა ძალიან მიყვარს და ვაფასებ.
ეზრა
31 იანვარი 2017 14:28
0
"შესანიშნავად ვიცი,რომ ზაზა კიდევ მოუმატებს"
-მაგდაგვარ სიტყვებს ჯიგარო მანია ველიჩია ქვია, საიდან იცი საინტერესოა, ვანგა ხარ თუ ღმერთი? :))
სოსო-ს
31 იანვარი 2017 14:08
0
მიკვირს ამერიკელებს რატომ უკვირთ.მე კი ისევე როგორც თქვენ,მეგობრებო,შესანიშნავად ვიცი,რომ ზაზა კიდევ მოუმატებს.
სოსო
31 იანვარი 2017 11:57
0
იცით რატომ არის ზაზა მაგარი კაცი და რატომ პროგრესირებს ასეთი ტემპით? იმიტომ, რომ ამას საქართველოს სიყვარულით აკეთებს, ჩვენთვის აკეთებს, ჩვენდა სასიხარულოდ აკეთებს, ბრავო ზაზა.
Bavaria
31 იანვარი 2017 01:40
0
გოლდენ სტეიტის თამაშების 70%ზე მეტი ვნახე ამ სეზონში. თუ ვინმე უყურებს ძალიან საგრძნობია ზაზას პროგრესი (ისევე როგორც დურანტის). არ ვამბობ რომ საუკეთესოა მაგრამ ეფექტიანობით კლეის უკვე ჯობია ჩემი აზრით. გრინთანაც დიდი სხვაობა აღარ არის მაგრამ გრინი ლიდერია ნამდვილი და მთელ გუნდს ის კარნახობს თამაშს(რასაც ვუყურებ ერთადერთია კარის და დურანტს რო გინებას უბედავს).
gia
30 იანვარი 2017 17:03
0
ზაზას არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში, შენ კომენტარს კი ეტყობა შესანიშნავად რომ, ერთი თამაშიც არ გაქვს ლაივში ნაყურები და სხვისი კომენტარებიდან და იოუტუბეში ნაყურები მცირე ფრაგმენტებიდან გამოგაქვს მუდმივად უცოდინარი დასკვნები.
ჯონის
30 იანვარი 2017 17:01
0
კრიტიკოსებო სად ხართ?

ნახეთ როგორ ითამაშა ზაზამ?

ვარსკვლავები რამდენს აცუდებენ, ზაზა კი თითქმის უშეცდომოთ თამაშობს.

ზაზა ჩვენი სიამაყეა...

ჯონი
30 იანვარი 2017 16:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული