გამომდინარე აქედან, საქართველოს ნაკრების კაპიტანი "კლიპერსთან", "საკრამენტოსთან" და "ჩიკაგოსთან" ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, მისი დაბრუნება "მემფისთან" შეხვედრაში, 11 თებერვალს უნდა მოხდეს.
ზაზამ ტრავმა 29 იანვარს, "პორტლენდთან" მოგებულ მატჩში მიიღო. ის საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და 24 წუთში 14 ქულა მოაგროვა, თუმცა დაძაბული მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მან მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა, ძირს დაცემულს კი ზემოდან ბურთისთვის მებრძოლი მეტოქე დააწვა.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფაჩულიას მარჯვენა მხრის კუნთის
ფაჩულიას თქმით, მან იცოდა, რომ მხარი დაიზიანა, მაგრამ თამაშის დასრულება მაინც გადაწყვიტა, ხოლო მას შემდეგ, რაც თამაში დასრულდა, მან ტკივილი იგრძნო.
"ეს მთლად ცუდი არ არის ზაზასთვის, ის რამდენიმე მატჩს გამოტოვებს და დასვენების საშუალება ექნება. არ მგონია, ფაჩულია დიდი ხნით დაგვაკლდეს", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ.
დეკემბრის შუა რიცხვებიდან ფაჩულია საკმაოდ პროგრესირებს. ამიტომ ეს უმნიშვნელო პაუზაა, მაგრამ ქართველი ამ დროს სასარგებლოდ გამოიყენებს და გამოჯანმრთელების პერიოდში ფორმას შეინარჩუნებს, რომ უფრო ძლიერი გახდეს, - წერს Yahoo Sports.