სტივ კერი: ეს მთლად ცუდი არ არის ზაზასთვის

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია გუნდს ერთი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

გამომდინარე აქედან, საქართველოს ნაკრების კაპიტანი "კლიპერსთან", "საკრამენტოსთან" და "ჩიკაგოსთან" ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, მისი დაბრუნება "მემფისთან" შეხვედრაში, 11 თებერვალს უნდა მოხდეს.

ზაზამ ტრავმა 29 იანვარს, "პორტლენდთან" მოგებულ მატჩში მიიღო. ის საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და 24 წუთში 14 ქულა მოაგროვა, თუმცა დაძაბული მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მან მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა, ძირს დაცემულს კი ზემოდან ბურთისთვის მებრძოლი მეტოქე დააწვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფაჩულიას მარჯვენა მხრის კუნთის
დაჭიმულობა აქვს.

ფაჩულიას თქმით, მან იცოდა, რომ მხარი დაიზიანა, მაგრამ თამაშის დასრულება მაინც გადაწყვიტა, ხოლო მას შემდეგ, რაც თამაში დასრულდა, მან ტკივილი იგრძნო.

"ეს მთლად ცუდი არ არის ზაზასთვის, ის რამდენიმე მატჩს გამოტოვებს და დასვენების საშუალება ექნება. არ მგონია, ფაჩულია დიდი ხნით დაგვაკლდეს", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან ფაჩულია საკმაოდ პროგრესირებს. ამიტომ ეს უმნიშვნელო პაუზაა, მაგრამ ქართველი ამ დროს სასარგებლოდ გამოიყენებს და გამოჯანმრთელების პერიოდში ფორმას შეინარჩუნებს, რომ უფრო ძლიერი გახდეს, - წერს Yahoo Sports.
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ერთადერთი" კი არა "ერთერთი" (თუნდაც გორგოძე !)
კახა ქირია
10:08 03-02-2017
0
მთავარია პლეი ოფისთვის იყოს ჯანმრთელად.
სოსო
22:56 02-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული