თუმცა აღსანიშნავია, რომ "ჩიკაგოს" ლიდერები - დუეინ ვეიდი და ჯიმი ბატლერი არ ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ცენტრს მხრის კუნთის დაზიანება აქვს და ის უკვე ერთი კვირაა, მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა მისი დაბრუნება 11 თებერვალს, "მემფისთან" მატჩშია მოსალოდნელი.
ზაზას არყოფნაში მისი ადგილი სასტარტოში ჯავალ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც 16 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
ყველაზე მეტი, 28 ქულა კლეი ტომპსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი გაიფორმა კევინ დურანტმა,
44 მოგებითა და 8 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ მიუწვდომელია სხვა გუნდებისთვის. მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად "მემფისთან" 11 თებერვალს, ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაში შესაძლოა შედგეს ქართველი ცენტრის დაბრუნება.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ფილადელფია-სან ანტონიო 103:111
ინდიანა-კლივლენდი 117:132
დეტროიტი-ლეიკერსი 121:102
ბრუკლინი-ვაშინგტონი 110:114
ატლანტა-დენვერი 117:106
ნიუ იორკი-კლიპერსი 115:119
ნიუ ორლეანი-იუტა 94:127
მინესოტა-ტორონტო 112:109
მილუოკი-მაიამი 88:106
მემფისი-ფინიქსი 110:91
საკრამენტო-ბოსტონი 108:92