ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ NBA-მ "ოლ სტარის" არჩევნების წესები სწორედ ზაზა ფაჩულიას გამო შეცვალა, რომელსაც შარშან 14 ათასი ხმა დააკლდა შოუში მოსახვედრად.
abc-მ სპეციალური სტატია მიუძღვნა წლევანდელ არჩევნებს, რომლის შედეგები გაგაკვირვებთ. სტატია საკმაოდ ვრცელია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მის დასკვნებს მოგახსენებთ.
abc ეთანხმება საერთო აზრს, რომ
გამოცემამ მოიძია უფრო დეტალური შედეგები როგორც ზაზაზე, ისე NBA-ს სხვა ვარსკვლავებზე, მათ შორის, "ოლ სტარზე" მოხვედრილ კალათბურთელებზე და გრაფიკულ სურათებზე საინტერესო რამ აღმოაჩინა.
ამისთვის abc დაუკავშირდა სოციალურ მედიაზე ორიენტირებულ კომპანია Graphika-ს, რომლის გენერალური მენეჯერი ჯონ კელი ამტკიცებს, რომ ფაჩულიას შემთხვევაში ყველაფერი სუფთაა, მაშინ, როცა ზოგიერთ ვარსკვლავზე ამას ვერ ვიტყვით.
განსაკუთრებით, ეს "სან ანტონიოს" ვარსკვლავ კავაი ლეონარდს ეხება, რომელიც მოხვდა კიდეც "ოლ სტარში". კელის კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ათზე მეტი ბოტი დღეში ათასჯერ მაინც აძლევდა ხმას ლეონარდს. "ტვიტერზე" ლეონარდის მხარდაჭერის არანორმალური აქტივობა ფიქსირდება - ლიგაში ყველაზე მაღალი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ლეონარდის ხმების 39% იმათზე მოდის, რომელთაც თავიანთი ექაუნთები 1-ლი დეკემბრის შემდეგ დაარეგისტრირეს.
მაგალითად, 21 წლის მაკედონიელმა პროგრამისტმა ალექსანდერ საკლევმა სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის წყალობითაც თავის საყვარელ კალათბურთელ კავაი ლეონარდს 200 ათასამდე ხმა მოუტანა და არც ამით ტრაბახი დაზარებია.
თურმე, საკლევი ძალიან გაღიზიანებული იყო ზაზას ლიდერობით არჩევნებში:
"NBA-ს ფანებო, თუ გაისად გააუქმებენ არჩევნებს, იცოდეთ, რომ ეს თქვენი ბრალია - თქვენ ხმა ზაზა ფაჩულიას მიეცით", - წერდა ის სოციალურ ქსელში, შემდეგ კი "საქმეზე" გადავიდა.
ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ შარშან სწორედ კავაი ლეონარდმა გაასწრო ბოლოს ზაზას და ის "ოლ სტარის" მიღმა დატოვა. წლევანდელი ანალიზი კარგად გვაჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი შარშანაც ხდებოდა.
კრის პოლმა ხმების უდიდესი ნაწილი ჯასტინ ბიბერის წყალობით მიიღო, თინეიჯერების საყვარელმა მომღერალმა სპეციალური ბრძანება გააკეთა ქსელში და თავის ფანებს მოუწოდა, "რეტვიტით" გამოხმაურებოდნენ მას...
ზაზა ფაჩულიას ხმების გრაფიკა
ყვითლად - ქართული მარკეტინგიდან, მწვანედ - ქართული საზოგადოებიდან, წითელი - ევროპული, ლურჯი - ამერიკული.
"ზაზამ ხმების უდიდესი ნაწილი "ფეისბუქის" საშუალებით მიიღო. ძირითადი მხარდაჭერა მოდის მისი სამშობლოდან, საქართველოდან ხმები ბევრად უსწრებს ამერიკულ ხმებს, - წერს გამოცემა და ასკვნის: "გრაფიკას" მიერ მოწოდებული ეს ჩარტი დიდი სიურპრიზია - ზაზა ფაჩულიას ხმების უდიდესი უმრავლესობა ეჭვს არ იწვევს, მას მხარი დაუჭირა ქართულმა საზოგადოებამ. არანაირი ბოტი, უბრალოდ, ბევრი ადამიანი მის სამშობლოში მხურვალედ უჭერდა მხარს".
ამასვე ადასტურებს კელი: "ზაზას უკან მთელი ქართული საზოგადოება იდგა. "გრაფიკამ" დაადგინა, რომ ხმების მიმცემთა ნაწილი სპორტის ფანია, მაგრამ არიან სხვებიც, ექიმები, მასწავლებლები, მარკეტინგის სპეციალისტები".
ზაზას ხმების 4/5 "ფეისბუქზე" საქართველოდანაა, "ტვიტერის" ხმების მესამედიც მან საქართველოდან მიიღო.
კავაი ლეონარდის ხმების გრაფიკა
კრის პოლის ხმების გრაფიკა
კევინ დურანტის ხმების გრაფიკა
ჯოელ ემბიდის ხმების გრაფიკა
პირველად გავიგე, რომ თანამემამულის მხარდაჭერა გოიმობა ყოფილა და არა პატრიოტიზმი.
ლეგენდარული რობერტ პარიში არასდროს ყოფილა "ცირკაჩი" მოთამაშე, მაგრამ ოლ სტარზში 9-ჯერ ითამაშა. ის დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩეოდა. ოლ სტრაზის ისტორიას, თუ გადახედავ, მაშინ აღმოაჩენ, რომ ზაზაზე სუსტი მოთამაშეებიც მოხვედრილან ოლ სტარზის შოუზე.
რამაზ ჩხიკვაძის ფრაზა მახსენდება "მიდიოდა მატარებელი"-დან - ჩემი სამშობლო რომ მიყვარს, იმიტომაც ვსვამო ))))))))
პიარი კი არა, კომპოტში მოსაქმება მოინდომეთ კალათბურთის ვითომ მოყვარულებმა, თან უფასოდ. ერთადერთი ხუშტურის გამო, რომ თურმე ჩვენიანია და გვიყვარს, ოლსტარში გაგყავდათ კაცი, რომელიც ნახევარ მეტრზეც ვერ ხტება და მხოლოდ ბლოკის დაყენება და ხისტი თამაში იცის (ეს საჭირო თვისებებია, ოღონდ არა ოლსტარში).
თქვენ ისეთი "მიზანდასახულები" ჩანხართ, მომავალ წელს სამ მილიონ ხმას შეაგროვებთ. მერე რა, რომ ზაზა მაინც ვერ მოხვდება იქ. მეტი საქმე მაინც არ გაქვთ და რაღაცით ხომ უნდა გაერთოთ ?
თან ქვეყანასაც პიარის გარეშე ხომ არ დატოვებთ ? )))))))))))
ისე ქართველებს მოგვდგამს,სანამ კაცი ცოცხალია განვაქიქებთ,მიწასთან გავასწორებთ,სიკვდილის შემდეგ კი ძეგლს დავუდგამთ,მივტირით ეს ვინ დავკარგეთო და მისი ნაცნობობით ვტრაბახობთ.