abc: ზაზა ფაჩულიამ "ოლ სტარის" ხმები სუფთად მიიღო, სხვა ვარსკვლავებმა კი - არა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ნიუ-ორლეანი "ყველა ვარსკვლავის" შოუს მასპინძლობს, რომელზეც ზაზა ფაჩულიაც მოხვდებოდა, NBA-ს არჩევის წესები რომ არ შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა 1 მლნ 529 ათასი ხმა მიიღო, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებს შორის მეორე ადგილისთვის იყო საკმარისი.

ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ NBA-მ "ოლ სტარის" არჩევნების წესები სწორედ ზაზა ფაჩულიას გამო შეცვალა, რომელსაც შარშან 14 ათასი ხმა დააკლდა შოუში მოსახვედრად.

abc-მ სპეციალური სტატია მიუძღვნა წლევანდელ არჩევნებს, რომლის შედეგები გაგაკვირვებთ. სტატია საკმაოდ ვრცელია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მის დასკვნებს მოგახსენებთ.

abc ეთანხმება საერთო აზრს, რომ
პირველ რიგში, ზაზა ფაჩულიას შედეგი ხვდება თვალს, რადგან მას არასოდეს ჰქონია სეზონი, რომელშიც საშუალოდ 12 ქულაზე მეტს აკეთებდა და მისი თამაში შორს არის სანახაობრივისგან.

გამოცემამ მოიძია უფრო დეტალური შედეგები როგორც ზაზაზე, ისე NBA-ს სხვა ვარსკვლავებზე, მათ შორის, "ოლ სტარზე" მოხვედრილ კალათბურთელებზე და გრაფიკულ სურათებზე საინტერესო რამ აღმოაჩინა.

ამისთვის abc დაუკავშირდა სოციალურ მედიაზე ორიენტირებულ კომპანია Graphika-ს, რომლის გენერალური მენეჯერი ჯონ კელი ამტკიცებს, რომ ფაჩულიას შემთხვევაში ყველაფერი სუფთაა, მაშინ, როცა ზოგიერთ ვარსკვლავზე ამას ვერ ვიტყვით.

განსაკუთრებით, ეს "სან ანტონიოს" ვარსკვლავ კავაი ლეონარდს ეხება, რომელიც მოხვდა კიდეც "ოლ სტარში". კელის კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ათზე მეტი ბოტი დღეში ათასჯერ მაინც აძლევდა ხმას ლეონარდს. "ტვიტერზე" ლეონარდის მხარდაჭერის არანორმალური აქტივობა ფიქსირდება - ლიგაში ყველაზე მაღალი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ლეონარდის ხმების 39% იმათზე მოდის, რომელთაც თავიანთი ექაუნთები 1-ლი დეკემბრის შემდეგ დაარეგისტრირეს.

მაგალითად, 21 წლის მაკედონიელმა პროგრამისტმა ალექსანდერ საკლევმა სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის წყალობითაც თავის საყვარელ კალათბურთელ კავაი ლეონარდს 200 ათასამდე ხმა მოუტანა და არც ამით ტრაბახი დაზარებია.

თურმე, საკლევი ძალიან გაღიზიანებული იყო ზაზას ლიდერობით არჩევნებში:

"NBA-ს ფანებო, თუ გაისად გააუქმებენ არჩევნებს, იცოდეთ, რომ ეს თქვენი ბრალია - თქვენ ხმა ზაზა ფაჩულიას მიეცით", - წერდა ის სოციალურ ქსელში, შემდეგ კი "საქმეზე" გადავიდა.

ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ შარშან სწორედ კავაი ლეონარდმა გაასწრო ბოლოს ზაზას და ის "ოლ სტარის" მიღმა დატოვა. წლევანდელი ანალიზი კარგად გვაჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი შარშანაც ხდებოდა.

Sportall.Ge

კრის პოლმა ხმების უდიდესი ნაწილი ჯასტინ ბიბერის წყალობით მიიღო, თინეიჯერების საყვარელმა მომღერალმა სპეციალური ბრძანება გააკეთა ქსელში და თავის ფანებს მოუწოდა, "რეტვიტით" გამოხმაურებოდნენ მას...

ზაზა ფაჩულიას ხმების გრაფიკა
Sportall.Ge
ყვითლად - ქართული მარკეტინგიდან, მწვანედ - ქართული საზოგადოებიდან, წითელი - ევროპული, ლურჯი - ამერიკული.

"ზაზამ ხმების უდიდესი ნაწილი "ფეისბუქის" საშუალებით მიიღო. ძირითადი მხარდაჭერა მოდის მისი სამშობლოდან, საქართველოდან ხმები ბევრად უსწრებს ამერიკულ ხმებს, - წერს გამოცემა და ასკვნის: "გრაფიკას" მიერ მოწოდებული ეს ჩარტი დიდი სიურპრიზია - ზაზა ფაჩულიას ხმების უდიდესი უმრავლესობა ეჭვს არ იწვევს, მას მხარი დაუჭირა ქართულმა საზოგადოებამ. არანაირი ბოტი, უბრალოდ, ბევრი ადამიანი მის სამშობლოში მხურვალედ უჭერდა მხარს".

ამასვე ადასტურებს კელი: "ზაზას უკან მთელი ქართული საზოგადოება იდგა. "გრაფიკამ" დაადგინა, რომ ხმების მიმცემთა ნაწილი სპორტის ფანია, მაგრამ არიან სხვებიც, ექიმები, მასწავლებლები, მარკეტინგის სპეციალისტები".

ზაზას ხმების 4/5 "ფეისბუქზე" საქართველოდანაა, "ტვიტერის" ხმების მესამედიც მან საქართველოდან მიიღო.

კავაი ლეონარდის ხმების გრაფიკა
Sportall.Ge

კრის პოლის ხმების გრაფიკა
Sportall.Ge

კევინ დურანტის ხმების გრაფიკა
Sportall.Ge

ჯოელ ემბიდის ხმების გრაფიკა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
vaxo-s
პირველად გავიგე, რომ თანამემამულის მხარდაჭერა გოიმობა ყოფილა და არა პატრიოტიზმი.
ლეგენდარული რობერტ პარიში არასდროს ყოფილა "ცირკაჩი" მოთამაშე, მაგრამ ოლ სტარზში 9-ჯერ ითამაშა. ის დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩეოდა. ოლ სტრაზის ისტორიას, თუ გადახედავ, მაშინ აღმოაჩენ, რომ ზაზაზე სუსტი მოთამაშეებიც მოხვედრილან ოლ სტარზის შოუზე.
gogig
08 მარტი 2017 12:29
0
vaxo-ს აბსოლიტურად ვეთანხმები. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა ზაზას მიმართ, ის არ არის "ოლ სტარის" მოთამაშე. ჩვენ ამ დღეებში ყველამ ვნახეთ თუ რა კონკურსებია იქ და რა კატეგორიის კალათბურთელები მონაწილეობენ. თუმცა მიმაჩნია, რომ ევროპის ან მსოფლიოს ნაკრებში მაინც იმსახურებდა საჩვენებელ თამაშს. ასე რომ, როცა დრო მოვა კიდევ დაუდგეთ ზაზას გვერდში. მაგრამ გარწმუნებთ ის ვერ მოხვდება იქ ვერასოდეს. იმიტომ რომ არ არის იმ სანახაობის ანუ ცირკაჩობის სტილის კალათბურტელი. სხვა საკითხია, რომ ქართველებს განსხვავებული აზრის მოსმენა ან არ ვიცით ან არ გვინდა. vaxo-ს განსაკუთრებული არაფერი უთქვავს ასე რომ "აქებთ". ასიანია ეს კაცი. მე ის უფრო მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, რომ ზაზა იქნება პირველი ქართველი, რომელიც ენბ-ას ჩემპიონი გახდება და ასეთი შედეგი როდის განმეორდება ღმერთმა უწყის (განმეორდება კი საერთოდ).
giga Ezakeli
21 თებერვალი 2017 09:58
0
ეეე ვაქსო, შენი ვითომ ანალიტიკოსი და აზზე მოსული IQ ქუნემ
ვაქსო
21 თებერვალი 2017 08:09
0
ალბათ სიამოვნებით ჩაარტყამდი ნებისმიერ ქართველს დანას ზურგში თუკი ამერიკელს ასიამოვნებდი ამით
vaxos
19 თებერვალი 2017 21:38
0
მაგრად ყავხარ ამერიკელებს მიჩმორებული მეცოდები
vaxo-vaxushtis
19 თებერვალი 2017 21:11
0
ააა, ქვეყნის პიარისთვის შრომობდით თურმე ? ))))))) ხო აბა რა, მთელი ამერიკა ჩვენზე ლაპარაკობს და სიენენ-იც კი ცალკე გვაცხადებს ამინდის პროგნოზებში )))))))
რამაზ ჩხიკვაძის ფრაზა მახსენდება "მიდიოდა მატარებელი"-დან - ჩემი სამშობლო რომ მიყვარს, იმიტომაც ვსვამო ))))))))
პიარი კი არა, კომპოტში მოსაქმება მოინდომეთ კალათბურთის ვითომ მოყვარულებმა, თან უფასოდ. ერთადერთი ხუშტურის გამო, რომ თურმე ჩვენიანია და გვიყვარს, ოლსტარში გაგყავდათ კაცი, რომელიც ნახევარ მეტრზეც ვერ ხტება და მხოლოდ ბლოკის დაყენება და ხისტი თამაში იცის (ეს საჭირო თვისებებია, ოღონდ არა ოლსტარში).
თქვენ ისეთი "მიზანდასახულები" ჩანხართ, მომავალ წელს სამ მილიონ ხმას შეაგროვებთ. მერე რა, რომ ზაზა მაინც ვერ მოხვდება იქ. მეტი საქმე მაინც არ გაქვთ და რაღაცით ხომ უნდა გაერთოთ ?
თან ქვეყანასაც პიარის გარეშე ხომ არ დატოვებთ ? )))))))))))
vaxo
19 თებერვალი 2017 14:13
0
როდესაც არჩევის ფორმულა შეიცვალა,ყველასათვის ცხადი გახდა,რომ ზაზა ოლსტარზში ვერ მოხვდებოდა.ამდენი დაგროვილი ხმა არის სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულება ზაზა ფაჩულიას ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავგანწირვისა.არც ის უნდა იყოს პატარა ამბავი,რომ ერთი თვის მანძილზე საქართველოს შესახებ იწერებოდა ამერიკულ პრესაში,ეს საკმაოდ დიდი რეკლამაა ქვეყნისა.ვისაც ეს გოიმობად ეჩვენება თავის გზაზე გაუმარჯოს,მაგრამ კარგზე კარგის თქმა და მის გვერდით დადგომა სამარცხვინოდ არავითარ შემთხვევაში არ მიმაჩნია.
ისე ქართველებს მოგვდგამს,სანამ კაცი ცოცხალია განვაქიქებთ,მიწასთან გავასწორებთ,სიკვდილის შემდეგ კი ძეგლს დავუდგამთ,მივტირით ეს ვინ დავკარგეთო და მისი ნაცნობობით ვტრაბახობთ.
სოსო
18 თებერვალი 2017 20:11
0
დარწმუნებული ვარ, ამ კომენტარს არ დადებენ ერთი უბრალო მიზეზის გამო. სრული სისულელეა სტატიის სათაური. მთარგმნელმა ისიც კი ვერ გაიგო, რომ საკლევმა უბრალოდ ვერ გაიგო, რამდენი ხმის მიცემა შეიძლებოდა. შედეგად, მისი ხმები გაიფილტრა და არც არაფერი გამოუვიდა. ჯერ ინგლისური ისწავლეთ, ბატონებო, შემდეგ კი განიკითხეთ.
თემო
18 თებერვალი 2017 19:32
0
შენი აზრით ჩემპიონობაზეც უნდა თქვას უარი ყველა თამაშში არ მიუღია მონაწილეობა
vaxos
18 თებერვალი 2017 17:44
0
თუ არჩევნებია არავის საქმეა ვის ივცემთ ხმას დემოკრატის შუქურა ამერიკელებს ..ნათლად ჩანს მაგათი დემოკრატია ..ამერიკელების შენიგბულ დემოკრატიას ზაზას ხმება ჩამოხადა ნიაბი...კველაფერი ნათელიაა
vaxos--nairebis
18 თებერვალი 2017 17:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული