17 ტურის განმავლობაში წაუგებელმა "დინამომ" მერვეადგილოსან "მგზავრებთან" დათმო, ხოლო "სოხუმმა" და "კაკტუსმა" ისეთი ბრძოლა გააჩაღეს, თვალს ვერ მოწყვეტდი. გამარჯვება არც ერთს ეთმობოდა და ძირითად დროში არც დაუთმია. დამატებითში კი...
მგზავრები-დინამო
გადამწყვეტი. მთელი თამაში "მგზავრებმა" დინამოსებურად, სტაბილურად ჩაატარა, ლიდერობდა კიდეც, მაგრამ საფინალო სირენამდე 1:13 წუთით ადრე დინამოელმა ილია ლონდარიძემ ანგარიში გაათანაბრა - 75:75.44 წამით ადრე "მგზავრმა" ოთარ ფხაკაძემ სამქულიანით თანაგუნდელები 78:75 დააწინაურა, ხოლო კორი ალენმა საჯარიმოებით საბოლოო წერტილი
სტატისტიკა არ ტყუის. ციფრებზე ნამდვილად არ ღირს ყურადღების გამახვილება, მოვუსმინოთ "დინამოს" თავკაც ირაკლი ხოშტარიას:
- ყველა კომპონენტში გვაჯობეს: ფარზე მოხსნა, ჩაჭრები, მოტივაცია - ყველაფერში უკეთესები იყვნენ. "დინამოს" წაუგებელი ჯაჭვი სადღაც უნდა გაწყვეტილიყო, თუ შეიძლება ასე ითქვას...
გამორჩეული. რომ არა ფხაკაძის სამქულიანი, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა შეხვედრა. დინამოელებს დიდი თავსატეხი გაუჩინა კორი ალენმა, რომელმაც 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 20 ქულით დაასრულა.
სოხუმი-კაკტუსი
გადამწყვეტი. ეს ის მატჩი იყო, გადამწყვეტ მომენტებს თვლა რომ არ ჰქონდა: ჯერ იყო მესამე პერიოდის საწყისი 40 წამი, რომლის დროსაც "სოხუმელმა" დუეინ ლათანმა ზედიზედ ექვსი ქულა ჩააგდო და -3 +3-ად აქცია: 49:46. თუმცა მეოთხე პერიოდის ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. ბოლო წუთებს ლიდერობით "სოხუმი" შეხვდა, თუმცა საფინალო სირენამდე 1:55 წუთით ადრე ვატო ბააკაშვილის სამქულიანმა "კაკტუსს" თამაშის გადარჩენის შანსი დაუბრუნა. მანვე ორქულიანი ჩააგდო, ბექა ჩიკვილაძემ - საჯარიმოები და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 83:83.
ოვერტაიმი ისევ ბააკაშვილის სამქულიანით გაიხსნა, რასაც ირაკლი ჩლაიძემ კიდევ ერთი სამიანი მიაყოლა და 89:83. "კაკტუსი" ამაზე არ შეჩერდა, 15:5 გაიქცა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამარჯვება მოიპოვა.
სტატისტიკა არ ტყუის. "კაკტუსმა" 11 სამქულიანი ჩააგდო, რომელთაგან უმეტესობა მეოთხე პერიოდსა და ოვერტაიმში. "სოხუმმა" კი ჯამში 6 შორეული ტყორცნა გამოიყენა.
გამორჩეული. ბააკაშვილს სულ 12 ქულა კი ჰქონდა, მაგრამ აბსოლუტური უმეტესობა გადამწყვეტ მომენტში. ჩიკვილაძე და ჩლაიძე შეუჩერებლები იყვნენ: პირველმა 25 ქულა ჩააგდო, მეორემ - 25 (12-დან 5 სამქულიანი).
22 თებერვალი, თბილისი
მგზავრები-დინამო 80:77
11:18, 28:19, 18:18, 23:22
მგზავრები: ფხაკაძე (9ქ, 5პ), ცირეკიძე (10ქ), ლომინაშვილი (11ქ), ტურძელაძე (7ქ), ტეილორი (8ქ, 6მ, 4პ), მერფი (10ქ, 10მ), ალენი (20ქ, 6მ, 4პ), რენსომი (5ქ, 8მ, 6პ).
დინამო: ვონი (11ქ, 8მ, 9პ), გრძელიძე, ღურწკაია, ლონდარიძე (16ქ, 5მ), მაჩალაძე (2ქ), ფაცაცია (12ქ, 8მ, 3პ), ჭოჭუა (6ქ), მარავიჩი (10ქ), ბერიშვილი (16ქ), გოგოძე (4ქ, 5პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
22 თებერვალი, თბილისი
სოხუმი-კაკტუსი 93:101 დ.დ.
21:20, 22:26, 20:16, 20:21, 10:18
სოხუმი: კვეტენაძე (2ქ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (3ქ), ბოქოლიშვილი (16ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (13ქ, 5მ, 3ჩ), ლათანი (20ქ, 4ჩ), ბულიავა (23ქ, 7მ), ტიშენკო (14ქ, 12მ), ვუდსონი (2ქ, 6მ, 3პ).
კაკტუსი: უაითი (15ქ), ჩიკვილაძე (25ქ, 10მ, 6პ, 3ჩ), ჩლაიძე (29ქ), ლოლიშვილი (2ქ), ბრიჯმენი (6ქ, 5მ), ბააკაშვილი (12ქ, 5ჩ), ლომიძე (2ქ), ფლოვიესი (10ქ, 19მ, 4დ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"