14:47 26-02-2017
ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი და "ანდორას" დასანანი მარცხი [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების "ანდორა" სტუმრად "მონბუსს" შეხვდა და დრამატულ, 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში 84:86 დამარცხდა.
შერმადინის სასტარტო ხუთეულში თამაში ჩვეული მოვლენაა და "მონბუსთან" ხუთულში იყო ბურჯანაძეც, რომელმაც შეხვედრა 18 ქულით დაასრულა. ეს შედეგი ბექასთვის სეზონში საუკეთესოა.
ბურჯანაძე ანდორელთა ბომბარდირი გახდა - 26:33 წუთში მან 18 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართელმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ანდორელთა შორის მე-3 შედეგი გახლდათ.
ამ მხრივ საუკეთესო გიორგი შერმადინი გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24-ს უწია. ქართელმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში შერმადინმა 13 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი დაა 1 ჩაჭრა მიითვალა. ენდრიუ ალბისის ანგარიშზე, რომლის სარგებლიანობის ინდექსმაც 21-ს უწია, 11 ქულა და 9 პასი მოაგროვა.
"ანდორას" 10-10 მოგებ-წაგება აქვს და ესპანური ლიგის ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ქართველების გუნდს 4 მარტს, შინ "მანრესასთან" აქვს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული