თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტამბოლში "გალათასარაი" დაამარცხა

AutoSharing Option
ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გასვლითი გამარჯვება მოიპოვა.

ესპანური კლუბი სტამბოლში "გალთსარაის" შეხვდა და 103:80 იმარჯვა.

ქართველი ფორვარდი სსტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ბოლო მატჩებისგან განსხვავებით შედეგიანობით ვერ გამოირჩა. შენგელიამ მოედანზე 13:45 წუთი გაატარა და 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ენგელიამ 2 სროლა აცილა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ორჯერ დაკარგა. ბასკონიელებს კიმ ტილიმ ულიდერა, რომელმაც 24 წუთში 20 ქულა მიითვალა.

17 მოგებითა და 12 მარცხით შენგელიას გუნდი მე-5 ადგილზეა. ბოლო ტურში, 6 აპრილს, შენგელიას გუნდი
"ჟალგირისს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული