ზაზა ფაჩულიას 11 ქულა, 7 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" 4:0 სერიაში [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდს" ესტუმრა პლეი ოფის სერიის მეოთხე შეხვედრაში და ანგარიშით 128:103 დაამარცხა.

ეს ოკლენდელების რიგით მეოთხე გამარჯვება გახდა და მათ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 11 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.

"გოლდენ სტეიტის" კევინ დურანტი დაუბრუნდა და პარკეტზე 20-წუთიან მონაკვეთში 10 ქულა მიითვალა. ხოლო "უორიორსებს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც
37 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. კლეი ტომპსონმა კი 18 ქულა მოაგროვა, აი, დრეიმონდ გრინმა კი 21 ქულა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 11 ქულა "პორტლენდთან" მატჩში
Sportall.Ge

"კლივლენდის" მერე "გოლდენ სტეიტი" მეორე გუნდი გახდა, რომელმაც სერია 4:0  მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო: პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 103:128
Sportall.Ge

ოკლენდელები მომდევნო ეტაპზე "იუტასა" და "კლიპერსს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ტორონტო-მილუოკი 118:93 (3:2)
ატლანტა-ვაშინგტონი 111:101 (2:2)
მკითხველის კომენტარები / 3 /
სად უყურებთ თამაშებს? ინტერნეტში ლაივსტრიმი არ არის სადმე?
tantos
25 აპრილი 2017 15:28
0
მაგ რუს კომენტატორს რაგბი ნაყვარება თურმე და ძიუდო ნამეტნავად, ჰო და ჩაშხამდა ეგ ყველაფერი, ამიტომ მოიფხანა ქეციანი გული
გია-11
25 აპრილი 2017 15:16
0
პირველი ტყორცნა რომ გააცუდა, ალბათ ისევ ძველებურად გააგრძელებს მეთქი, მაგრამ არა, დღეს ძალიან კარგად ითამაშა, ქერის არყოფნაში მის შავ ასისტენტს როგორც ჩანს მაკგი ყავს ლიუბიმჩიკად ამოჩემებული და მეოთხე მეოთხედამდე მას დაეყრდნო, ოღონდ დღეს მაკგი წინა სამი თამაშის მაკგი აღარ იყო, თამაშის მაგიერ ბევრი იცანცარა და ქერის ასისტენტი აიძულა ზაზასთვის მიეცა უფრო ბევრი სათამაშო დრო.
პ.ს. დღეს ყველაზე ხაისხიანი ჩვენება რუსულ არხს ქონდა, ამ არხზე ვუყურე ეს თამაში, ორი რუსი კომენტატორი ახმოვანებდა რუსულად, აქედან ერთ ერთი გვარად გიგინეიშვილი იყო, მეორე რუსი კომენტატორი მთელ რეპორტაჟში ზაზას მასხრად იგდებდა, ამ ვაი გიგინეიშვილმა კი, ვერ გაბედა და მის კოლეგა რუსს ერთი ვერ წამოუთაქა კარგად რომ მოეკეტა.
tanto
25 აპრილი 2017 13:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული