ამ გამარჯვებით "უორიორსი" სერიაში დაწინაურდა - 1:0.
ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი მხოლოდ სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებმა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა და
გამოსარჩევი ფაქტია, რომ შეხვედრაში ორმაგი დუბლი არავის გაუფორმებია.
ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს შინ 5 მაისს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.
დღის მეორე შეხვედრაში "ბოსტონმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 129:119 დაამარცხა. ყველაზე მეტი, 53 ქულა აიზია ტომასმა მოაგროვა, სტუმართა მხრიდან კი ჯონ უოლმა 40 ქულა ჩააგდო. ამ გამარჯვებით "სელტიქსი" სერიაში 2:0-ს იგებს.
საოცარი დასკვნები გაქვს. მასე გააგრძელე და ძალიან წარმატებული იქნები ფსიგოლოგიაშიც. ნუ სპორტსა და ხელნაწერების გაშიფვრაში კი ხარ და ვიცით :)
2.ყოჩაღ, მანუსკრიპტების ექსპერტი ყოფილხარ სპორტის ექსპერტთან ერთად.
ძალიან მარტივად ავხსენი ტროლი როგორც მივხვდი და აჰა ისევ ორი შენი ახალი სხვა და სხვა აზრი და ვარაუდი. ტროლი მაგრად ვერა ხარ ფსიქოლოგიურად და უადვილესად იშიფრები.
სასტარტო ხუთეულებს თუ შევადარებთ, გოლდენ სტეიტის ვარსკვლავურმა ოთხეულმა აჯობა შესაბამის პოზიციებზე მყოფ იუტას მოთამაშეებს.
მხოლოდ ზაზას ჰქონდა გობერზე ცუდი სტატისტიკა ))))))))
2-სასტარტო ხუთეულის ოთხეული მოწინააღმდეგეებთან დუელში გამარჯვებული გამოვა და მხოლოდ ფაჩულია დამარცხდებაო?!
ეს ორი შენი სხვადასხვა ნააზრევია, ასეთი ორაზროვანი უაზროების სპეციალისტი და ქალის ნიკების მოყვარული აქ მარტო მსქროლავი ტროლია, ნათიას ნიკში შენიღბული კაცი.