ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "იუტას" სერიის მეორე მატჩიც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
5 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის მეორე მატჩში "იუტას" უმასპინძლა და ანგარიშით 115:104 დაამარცხა.

"უორიორსი" სერიაში 2:0-ს იგებს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ცენტრებს შორის მოედანზე ყველაზე ცოტი დრო გაატარა. ზაზა ფაჩულიამ სულ 8:58 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ "იუტას" ცენტრმა რუდი გობერმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო, რაც "გოლდენ სტეიტის" სამივე ცენტრის დროის ჯამზე უფრო მეტია. შესაბამისად, გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულითა და 16
მოხსნით.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა გორდონ ჰეიუორდმა ჩააგდო.

მასპინძლების ლიდერებმა კი თანაბრად შედეგიანად ითამაშეს. კევინ დურანტმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, სტეფ კარიმ 23 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, დრეიმონდ გრინმა კი 21 ქულა, 6 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება კლეი ტომპსონს, მან 14 ქულა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-იუტა 115:104
Sportall.Ge

ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს სტუმრად "იუტასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

დღის მეორე მატჩში "ვაშინგტონმა" "ბოსტონს" უმასპინძლა, ანგარიშით 116:89 დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2. მასპინძლებს 24 ქულით ჯონ უოლმა ულიდერა.
მკითხველის კომენტარები / 28 /
გოლდენის თამაშებს თუ უყურებაბა და ძალით გულშემატკივარი ვოზდუხი არა ხარ. დღეს თავდასხმაში გობერმა ზაზასთან აშკარად წესი დაარღვია, რომელიც მსაჯებმა არ დაინახეს, აბა სთქვი რომელი მეოთხედში მოხდა ეს დარღვევა?
vaxo-s
05 მაისი 2017 14:18
0
https://www.sports.ru/tribuna/blogs/playbook/1240607.html

ეს ყველა კალათბურთის პროფესორს, განსაკუთრებით ზაზას კრიტიკოსებს, ვისაც კალათბურთი მარტო დანკი და სამ ქულიანი ჰგონია
domenti
05 მაისი 2017 13:56
0
vaxoo ოფოფები, კოდალები, მტრედები, ჩიტი-გვრიტები ყველა ერთად?
რა ისტერიჩკული ისტერიები მოაწყე?
თუ სარკისებული აზროვნება გაქვს აქ ჯდომას იმკურნალო სჯობია!

tanto
05 მაისი 2017 13:31
0
პატივცემულო vaxo, ზაზა ფაჩულია უკვე წლებშია ასე ვთქვათ და ამავე დროს ძალიან ცოტა დრო ეძლევა ყოველთვის ყოველ თამაშში, რაც შეეხება უდიდეს ცენტრებს, მისცენ ძმაო საშუალება ითამაშოს 36 და 40 წუთი ყოველ თამაშში და ამავე დროს არ შეზღუდოს მწვრთნელმა მისი თამაში და ვნახოთ მერე.
ხვიჩა
05 მაისი 2017 13:18
0
ეჰ ვახო გეტყობა რთული ცხოვრება გაქვს
Vaxos
05 მაისი 2017 13:09
0
ის პატივცემული საზოგადოება სადაა ზაზა რომ ადმირალი რობინსონი გონიათ. არ ვიცი ეს რა ხალხია. ან ზ-პალასის თანამშრომლები აკომენტარებენ, ან ის უცნაურად ბნელი გონების ტიპები, მათი საწინააღმდეგო მოსაზრების გამომთქმელი რომ ქვეყნის მტერი და რუსეთის აგენტი გონიათ.
არაა ზაზა თუნდაც გობერის დონის, არააა. უბრალოდ გოლდენ სტეიტი ადვილად ამარცხებს იუტას დიდი ოთხეულის მეშვეობით და მათი მაღლების საკმაოდ სუსტი გარჯა ამ გამარჯვებების ფონზე ისე არ ყვირის.
ჩიკაგოს ყავდა ჯორდანის დროს ერთი თუ არ ვცდები ავსტრალიელი ცენტრი, საკმაოდ სუსტი. თუმცა მაიკლის პიპენის როდმანის კუკოჩის და ჰარპერის ფონზე მის უნიათობას მთლად სავალალო შედეგები არ მოჰქონდა და კი გაირტყა სამი ჩემპიონის ბეჭედი.
ფაჩულიაც ასევეა მიკედლებული ამ ვარსკვლავების გუნდს, ეგეც ხეირს ელოდება და ბევრად უკეთეს ხელფასზე თქვა უარი ამის გამო.
რო მოიგებს ბეჭედს ისიამოვნეთ ბატონებო, მაგრამ დიდ ცენტრთა მარაქაში ნუ გარევთ. სასაცილოა თქვენი უსაზღვრო სუბიექტურობა.
vaxo
05 მაისი 2017 12:42
0
ქერის შავი ასისტენტის ტაქტიკა ვერ გავიგე დღეს?
სამივე ცენტრს მისცა სათამაშოდ ცოტა დრო... ზაზა 8 წუთი და 2 ქულა, მაკგი 9 წუთი და 4 ქულა, ვესტი 14 წუთი და 4 ქულა.
სამივე ცენტრის საერთო მონაგარი: 31 წუთში 10 ქულა.


tanto
05 მაისი 2017 11:24
0
ტესტ
ტესტ
05 მაისი 2017 10:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული