ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "იუტას" სერიის მეორე მატჩიც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
5 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის მეორე მატჩში "იუტას" უმასპინძლა და ანგარიშით 115:104 დაამარცხა.

"უორიორსი" სერიაში 2:0-ს იგებს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ცენტრებს შორის მოედანზე ყველაზე ცოტი დრო გაატარა. ზაზა ფაჩულიამ სულ 8:58 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ "იუტას" ცენტრმა რუდი გობერმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო, რაც "გოლდენ სტეიტის" სამივე ცენტრის დროის ჯამზე უფრო მეტია. შესაბამისად, გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულითა და 16
მოხსნით.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა გორდონ ჰეიუორდმა ჩააგდო.

მასპინძლების ლიდერებმა კი თანაბრად შედეგიანად ითამაშეს. კევინ დურანტმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, სტეფ კარიმ 23 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, დრეიმონდ გრინმა კი 21 ქულა, 6 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება კლეი ტომპსონს, მან 14 ქულა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-იუტა 115:104
Sportall.Ge

ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს სტუმრად "იუტასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

დღის მეორე მატჩში "ვაშინგტონმა" "ბოსტონს" უმასპინძლა, ანგარიშით 116:89 დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2. მასპინძლებს 24 ქულით ჯონ უოლმა ულიდერა.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ზაზას გაუმარჯოს ღმერთმა მარა მე შარშანდელი სეზონი უფრო მევასა. არ მინდა ასეთი ჩემპონობა.
აქ გაკეთებული კომენტარები რატომღაც ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულებას მახსენებს ქინქლაძისადმი...
zizinichi
23:58 05-05-2017
0
გუშინ,როცა მამუკა გორგოძის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე,კინაღამ გული გამისკდა.ყველა მადლობას ვუხდიდით და სიყვარულს ვუგზავნიდით მამუკას.მხოლოდ ქომაგმა იეჭვა,მამუკას წასვლა რუმინეთთან წაგების შემდეგ დაუმსახურებელმა კრიტიკამ ხო არ დააჩქარაო მისი გადაწყვეტილება.მგონი მართალია ქომაგი.როცა კაცი თავს სწირავს რაიმე საქმეს და შენ მის მონდომებას წყალს გადაასხავ,ეს არის ყველაზე მოკლე გზა ამ ადამიანს საქმეზე გული აუცრუო.თუ ასეა,მამუკა ამას არასოდეს არ იტყვის,მაგრამ თავი წარმოიდგინეთ,მის,ზაზას,ან კიდევ სხვა ცნობილი ადამიანის ადგილას.გაიხსენეთ საშა ჩივაძის ფორმაციის ნაკრები,ინგლისთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხება ვერ აპატიეს.შედეგი?ჩივაძე გადადგა,გუნდის სულისკვეთება კი სანთელივით ჩაქრა და მას შემდეგ სულ უკან მივდივართ.ასეა ძმებო ,გატეხვა გაცილებით ადვილია,ვიდრე გამთელება,ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გულებს და მაშინ,ჩვენც გაცილებით მეტ სიყვარულს მივიღებთ მათგან.
სოსო
19:01 05-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული