წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გვარიანად გაუჭირდათ ოკლენდელებს, თუმცა დასკვნითი პერიოდში სტუმრებმა იძალეს და საბოლოოდ 102:91 გაიმარჯვეს.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 12 წუთი გაატარა. ფაჩულიამ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა: 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საბოლოოდ 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი
"გოლდენ სტეიტს" 38 ქულით და 13 მოხსნით კევინ დურანტმა ულიდერა. 23 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო სასტარტო ხუთულის დანარჩნი წევრებმა - კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა 10-ქულიან ზღვარს ვერ უწიეს. გრინმა 9 ქულა მიითვალა, ტომპსონმა კი - 6. "იუტაში" 29 ქულით საუკეთსო იყო გორდან ჰეივორდი, ხოლო რუდი გობერმა 21 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
სერიის შემდეგი მატჩი 9 მაისს, კვლავ სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართბა, რომელიც, თუ "გოლდენ სტეიტმა" მოიგო, სერიის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ბრაუნი უკვე აშკარად ჩაგრავს ზაზას და თავისი ცალსახა და გაუგებარი გადაწყვეტილებით ბოლო თამაშებში ვესტს ეყრდნობა, რომელიც ზაზაზე სუსტად გამოიყურება.