გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდმა 10 მაისს სევილიაში "ბეტისთან" ითამაშა და 59:76 დამარცხდა.
თანამემამულეებს დახმარების ხელი თორნიკე შენგელიამ გაუწოდა, რომლის "ბასკონიამ" სტუმრად 75:64 დაამარცხა "ბილბაო" და საპლეიოფო რბოლიდან გამოთიშა.
16 მოგებითა და 15 წაგებით "ანდორამ" მერვე ადგილი დაიკავა და 1995 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ესპანეთის
ბილბაოში თორნიკე შენგელიამ 18 წუთი ითამაშა, 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
სევილიაში არ უთამაშია ანდორელ ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი აწუხებს. გიორგი შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და მისთვის უჩვეულოდ 10-ქულიანი ბარიერი ვერ გადალახა: 6 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი.
რეგულარულ ეტაპზე დარჩა ერთი ტური: 14 მაისს "ანდორა" "რეალს" უმასპინძლებს, ხოლო "ბასკონია" - "ფუენლაბრადას".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"