ძმა ძმისთვისაო... შენგელიამ შერმადინი და ბურჯანაძე პლეი ოფში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში "ანდორა" პლეი ოფში მოსახვედრად "ბილბაოს" ეპაექრებოდა. ანდორელები 2 მოგებით წინ იყვნენ და ბასკებს ბოლო ორ ტურში ორივე უნდა მოეგოთ, "ანდორას" კი ორივე წაეგო, რომ პლეი ოფში "ბილბაო" გასულიყო.

გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდმა 10 მაისს სევილიაში "ბეტისთან" ითამაშა და 59:76 დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თანამემამულეებს დახმარების ხელი თორნიკე შენგელიამ გაუწოდა, რომლის "ბასკონიამ" სტუმრად 75:64 დაამარცხა "ბილბაო" და საპლეიოფო რბოლიდან გამოთიშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

16 მოგებითა და 15 წაგებით "ანდორამ" მერვე ადგილი დაიკავა და 1995 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ესპანეთის
ჩემპიონატის პლეი ოფში.

ბილბაოში თორნიკე შენგელიამ 18 წუთი ითამაშა, 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

სევილიაში არ უთამაშია ანდორელ ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი აწუხებს. გიორგი შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და მისთვის უჩვეულოდ 10-ქულიანი ბარიერი ვერ გადალახა: 6 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი.

რეგულარულ ეტაპზე დარჩა ერთი ტური: 14 მაისს "ანდორა" "რეალს" უმასპინძლებს, ხოლო "ბასკონია" - "ფუენლაბრადას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ბექას სერიოზული არაფერი სჭირს.
sabonis
13:16 11-05-2017
0
მაგარი უაზრო სათაურები გაქვთ :(
odala
17:47 11-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული