გრეგ პოპოვიჩი ფაჩულიასა და ლეონარდის მომენტზე: ეს საშიშია, ეს არასპორტულია!

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ჟურნალისტებთან კავაი ლეონარდის ტრავმის შესახებ საუბრისას ზაზა ფაჩულია გააკრიტიკა.

"ასეთი დგომა მიუღებელია. ეს საშიშია. ეს არასპორტულია. ასე არ კეთდება. ეს კონკრეტული პერსონაჟი მსგავს ეპიზოდებში არაერთხელ არის შემჩნეული.

მას აქვს დოსიე და აი, რა მოხდა კვირას. ეს იყო სროლის შეშლის არაბუნებრივი მცდელობა. ლიგამ მსგავსი ილეთი უკანონოდ სცნო რამდენიმე წლის წინ და ამას გარკვეულ ყურადღებას აქცევს.

ახლა კავაი არ გვყავს. თქვენ გინდათ იცოდეთ, რას ვფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, თქვენ გინდათ იცოდეთ, ამცირებს თუ არა ეს ჩვენს
შანსებს.

ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც დიდი ალბათობით შეგვიძლია ლიგაში საუკეთესო ვუწოდოთ. რთული სათქმელია, რა მოხდება აღმოსავლეთში. 10 ადამიანიდან 9.75-ს ესმის, რომ "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" მოიგებს.

ჩვენ ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ, პლეი ოფშიც კარგად გამოვიყურებოდით. ვფიქრობ, მხოლოდ ვუმატებთ და აი, "უორიორსთან" +23 გვაქვს მესამე მეოთხედში. ხოლო ჩვენ კავაის ვკარგავთ და ვკარგავთ ასე! და თქვენ გინდათ იცოდეთ, რომ ჩვენი შანსები შემცირდა თუ არა და რას ვფიქრობთ ამის თაობაზე. აი, ამას ვფიქრობთ", - განაცხადა პოპოვიჩმა.

- "ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]
- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]

მომზადებულია The Score-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
ზაზამ მაგარი პროფესიონალურად მოტეხა კავაი. ვისაც კალათბურთი რაღაც დონეზე უთამაშია, მან იცის რომ მცველის, მითუმეტეს ხისტი მცველის, არსენალში არის ასეთი ილეთი: კარგი მსროლელის სროლას თუ ვერ უფარებ და კარგად ვერ უშლი, ფეხი უნდა დადგა იქ სადაც საყრდენი ფეხს დგამს მოწინააღმდეგე. ეს არის ძალიან სახიფათო ილეთი, რომელიც ზაზამ გამოიყენა. მსგავსი შეფარული ფოლები ახასიათებს ფაჩულიას და ეს თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ერთ-ერთი პლიუსია. პლუსი იმიტომ, რომ გუნდისთვის ამ ფოლებითაც მოაქვს სარგებელი. მოკლედ ზაზა უდიდესი კალათბურთელია, პატივსაცემი პიროვნებაა, მაგრამ რეალობა იყო ისეთი, რომ მან კავაი ჩამოაშორა გუნდს, ცოტა არ იყოს ბინძური მეთოდით. ეს არის და ეს!
basketa
16 მაისი 2017 17:45
0
ოხ, ეს ოკუპანტი ამერიკელები. ესენი ვინ ყოფილან კაცოო.
odala
16 მაისი 2017 17:00
0
როგორ გგონიათ, თქვენც, პოპოვიჩმაც და მთელმა ამერიკამაც იცოდა, რომ კავაის იმ მომენტამდეც აწუხებდა ფეხი და ზაზამ არ იცოდა?!... ყველა ჩვენგანზე უკეთ უნდა სცოდნოდა, რომ ერთი უხერხული დაშვება და ჩამოწერილი იქნებოდა... ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ დაშვების შემდეგ ზაზა აკეთებს ნახევარ ნაბიჯს და ფეხს ზუსტად იქ დგამს, სადაც კავაი უნდა დაეშვას... მე არაფერს ვამტკიცებ, მით უმეტეს, რომ თუ ეს შეგნებულად გააკეთა, ეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმია და ცალკე თემაა, ამას ყველა ვერ მოახერხებს... გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზაზა ამერიკელი არაა, არც იქ დარჩენას აპირებს და ამერიკული პრესისა და გულშემატკივრების აზრიც სულ ცალ ფეხზე უნდა ეკიდოს... ეს მშვენივრად იცოდა "ურიორზის" მწვრთნელმა, როცა ზაზა გუნდში აჰყავდა....
მთავარი და გადამწყვეტი კი მაინც თავად კავაი ლეონარდის აზრია, მან კი განაცხადა, რომ არ ფიქრობს, თითქოს ზაზამ ეს შეგნებულად გააკეთა და აქ წერტილი უნდა დაისვას... კავაიმ კიდეც რომ შეცვალოს პირველი ჩვენება პოპოვიჩისა და ფანების ზეწოლით, ამით ბევრი აღარაფერი შეიცვლება.
წარმატებები ჩვენს კაპიტანს!!!
მსქროლავი ტროლი
16 მაისი 2017 16:32
0
საერთოდ ამერიკაში მიღებულია ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით მსგავსი განცხადებების კეთება და პოპოვიჩიც იყენებს ფაჩულიას წინააღმდეგ რომ ისე თამამად ვეღარ ითამაშოს როგორც წინა თამაშში.
მმმ
16 მაისი 2017 16:05
0
პოპოვიჩი ბებერი ლომია და ზუსტად ისე იქცევა როგორც ქართული მულტფილმის ლომი.აბა მე ხომ არ მოვიჭრი კუდსო.იცის,რომ თვითონ ყველაზე მეტად არის დამნაშავე კავაის ტრავმის გამიზეზებაში და ეს უფრო აგიჟებს.
სოსო
16 მაისი 2017 15:59
0
დიშოვკა ყოფილა ეს კაცი...
gg
16 მაისი 2017 15:47
0
ამისთანა უსამართლობა გაგიგიათ კაცო?! ე ს ვინ ყოფილა, თავი რომ გაიმართლოს ყველაფერზე მიდის, კაცს რას აბრალებს? იმ მაყურებელს თუ ვიღაცას რომ დაეცა უფრო ადრე ფეხზე ეს კავაი, იმანაც იქ ფეხი განგებ დადო?! ხო, მოწინააღმდეგის კალათბურთელებს ხელებიც აქვთ და ფეხებიც! ამ თხისწვერამ ახლა გაიგო ეს ამბავი? რა ქნას მცველმა მოწინააღმდეგეს ხელი არ შუშალოს ტყორცნაში თუ საკუთარ ფეხებს უყუროს აქაოდა მოწინააღმდეგე არ დამეცეს და რამე არ ვატკინოო?! 4-5 ჯერ ვუყურე მაგ ეპიზოდს, კატეგრიული სისულელეა ამ მწვრთნელის ლაპარაკი! ვეთანხმები ალექსანდრეს, როგორც აშშ-ში არის მიღებული ზაზამ სასამართლოში უნდა უჩივლოს პოპოვიჩს!
aburjga
16 მაისი 2017 15:27
0
ეს ეპიზოდი მინიმუმ 10 ჯერ მაინც ვნახეთ ყველამ, უსამართლობაა ზაზასთვის ლეონარდის ტრავმის აკიდება.. იქამდეც არაერთხელ გამოჩნდა, რომ პრობლემა ქონდა, ასე რომ ყველაზე მეტად შენ მიგიძღვის ბრალი ბიძია გრეგ!
ირაკლი
16 მაისი 2017 15:16
0
ეს პოპოვიჩიც კაი ბოღმა ყოფილა.
ნათია
16 მაისი 2017 15:14
0
ფაღარათი ან ყაბზობა თუ აქვს პოპოვიჩის კალათბურთელებს ეგ საქართველოს ბრალია??!!ეგ თუ ფაჩულიამ სპეციალურად გააკეთა, მაშინ ოსტატი ყოფილა და სასწაულები შეძლებია...და ასეთი კალათბურთელი სულ მცირე 30 მილიონი ღირს და პოპოვიჩს ურჩევნია ინტრიგებს თავი დაანებოს, ...ასეა ესს. ..და გულშემატკივრებაც თავი შეიკავონ,თორე მ ტვიტერზე შეტევა მერე ნახონ !!!
ელია ღოლოვნელი
16 მაისი 2017 15:12
0

სიახლეები პოპულარული