ზაზა ფაჩულიამ MRI გამოკვლევა გაიარა - სერიოზული არაფერია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ MRI გამოკვლევა ჩაიტარა.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს სერიოზული ტრავმა არ აქვს და მხოლოდ მარჯვენა ტერფის მცირე დაზიანება აქვს.

შესაბამისად, დიდი ალბათობაა, რომ ფაჩულია კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩში მონაწილეობას მიიღებს. შეხვედრა სან ანტონიოში 21 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ ტრავმა სერიის მეორე შეხვედრაში მიიღო, როცა ბურთი ეფექტურად ჩატენა, თუმცა დაშვებისას ფეხი იტკინა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

- ზაზას მაგარი ჩატენვა და ტრავმა! - ასეთ ფაჩულიას ვერ იცნობთ [VIDEO]

მომზადებულია ESPN-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაიმახსოვრეთ მეგობრებო, კლივლენდთან ბედს ზაზა გადაწყვეტს!!!
თენგიზი
18 მაისი 2017 15:43
0
მართალია ეს კაცი, მაგარია ვინმეს თავზე თუ გადაატენი, ან ცოტას მაინც თუ იფრენ.ზაზა დაცვაში უფრო მაგარია
mamuka
18 მაისი 2017 13:11
0
იმიტოა მაგარი რო ზაზამ ჩატენაააა
david
18 მაისი 2017 12:24
0
სან ანტონიოს რო ჩაუტენი ფინალში უკვე ავტომატურად მაგარი ჩატენვაა!
bokinio
18 მაისი 2017 12:20
0
ნუ გადამრიეთ რა მაგარი ცატენვა ქვია ამას?ჩვეულებრივად ცატენა..
დათო
18 მაისი 2017 12:18
0
სად ნახეთ მაგარი ჩატენა?ზაზა,რომ ჩატენა ის არის გასაკვირი,თორემ "მაგარი"ჩატენა აქ ნამდვილად არ ყოფილა
ბექა
18 მაისი 2017 11:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული