- ზაზა ფაჩულია საჩემპიონო ტიტულს უახლოვდება, "გოლდენ სტეიტმა" მეორეც მოიგო [VIDEO]
მედიასთან საუბარში ზაზა გუნდის თამაშითა და მწვრთნელის, სტივ კერის დაბრუნებითაა აღფრთოვანებული. შეგახსენებთ, რომ ზურგის ქრონიკული პრობლემის გამო "გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა პლეი ოფის მატჩები გამოტოვა და გუნდს მაიკ ბრაუნი წვრთნიდა:
"თუკი ასევე ვითამაშებთ კლივლენდში, სხვა გზა
ძალიან სასიხარულია სტივ კერის დაბრუნება. მე დავინახე ფანების რეაქცია, როცა ის გამოჩნდა. ის არაჩვეულებრივი პერსონაა. მიხარია, რომ თავს უკეთ გრძნობს და შეუძლია მუშაობა ისევ".
"უორიორსს" ორი მატჩის მოგება სჭირდება, რომ გახდეს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც NBA-ს ტიტულს ფინალში წაუგებლად მოიგებს. მაგრამ ყველას ახსოვს, რომ შარშან "კლივლენდმა" სერია 1:3-დან ამოქაჩა და ჩემპიონი გახდა.
"კერმა შეგვახსენა, რომ ამ სეზონში კლივლენდში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგვიჭირდეს. გიჟური ატმოსფერო იქნება იქ მათი ფანების წყალობით. ასე რომ, სტუმრად დიდი ბრძოლები მოგვიწევს.
რაც უფრო უახლოვდება სერია დასასრულს, სულ უფრო რთული ხდება ის. ჩვენ ვამბობთ, რომ წინ კიდევ ბევრი მატჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მიზანთან ახლოსაც ვართ.
ისევ ისე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და დეტალებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ კლივლენდში", - განაცხადა ჩვენებურმა.