ამ შეხვედრაში ჩვენებური ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა - მან 13 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა და პასი მიითვალა. ჩვენებურმა ყველა სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. თუმცა უქულოდ დაასრულა მატჩი მისმა ვიზავი ტრისტან ტომპსონმაც.
ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]
მატჩის დასრულების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა ფაჩულია მაინც შეაქო:
"ზაზამ კარგად იმუშავა ტანით ტრისტან
ქართველი ცენტრი პირველ მეოთხედში ყველაზე ადრე გამოცვალეს, რადგან ფოლები მალევე მიიღო, ერთხელ კი გარბენიც გააკეთა.
ამერიკული მედია განსაკუთრებით ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას - ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზას მოხსნისთვის ბრძოლა "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აჯობა, რომელიც გაცილებით დაბალია ჩვენებურზე, მაგრამ მაინც უფრო მაღლა ახტა.
მეორე ეპიზოდი მანამდე მოხდა - ზაზამ 6 ფუტის მანძილიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ფარს ვერ მიაღწია ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შეტევა მაინც ჩაგდებით დაგვირგვინდა, ფაჩულიას ჯარიმის გამო 2 ქულა არ ჩაითვალა.
sbnation.com-მა ამ ეპიზოდზე დაწერა: "შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სანახავი სროლა იყო, რომელიც თქვენ კალათბურთის მატჩზე გინახავთ".
ვიდეო "ტვიტერზე" BusinessInsider-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა კორკ გეინსმა დადო შემდეგი კომენტარით: "ზაზამ 6 ფუტიდან ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ფოლიც მიიღო. როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?".