"ბავშვობაში NBA-ს ფინალში "ჩიკაგოს"ვუყურებდი და ვიფიქრე - შევძლებ მეც იქ თამაშს?"

AutoSharing Option
NBA-ს ფინალურ სერიაში მედიის ყურადღების ცენტრში, სხვებთან ერთად, ფინალის მონაწილე ზაზა ფაჩულიაა მოქცეული.

ამჯერად, მისი ინტერვიუ SFGate-მა გამოაქვეყნა:

"ზაზა ფაჩულია 90-იანი წლების საქართველოში ეუფლებოდა კალათბურთს, უფანჯრო დარბაზებში, სადაც არ იყო გათბობა და მას ხშირად ხელთათმანის ჩაცმა და ქუდის დახურება უხდებოდა. იმ ადგილზე ახლა ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაა, სადაც 500 ბავშვი ეუფლება კალათბურთს, არის ოთხი დარბაზი და კარგი პირობები, პარკეტი კი თვით "ბრედლის სენტერიდანაა" წამოღებული, სადაც ფაჩულია "მილუოკიში" თამაშისას ასპარეზობდა. საფარი 267 ნაწილად დაშალეს და გემით წაიღეს საქართველოში", - წერს საიტი.

"იმედი მაქვს, რომ ბევრი ქართველი გახდება ცნობილი კალათბურთელი. მე მათ დავეხმარები, გადავიდნენ ევროპულ ჩემპიონატებში, NBA-ში. კალათბურთი ქართველებს სისხლში გვაქვს", - განაცხადა ფაჩულიამ.

როცა ფაჩულია 7 წლის იყო, მისმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ინფრასტრუქტურის აღდგენა დასჭირდა. მაშინ წყალი და ელექტროობა დიდ სიმდიდრედ ითვლებოდა, ამერიკული TV არხი კი - ფუფუნება. ერთხელაც, როცა ზაზა NBA-ს ფინალს უყურებდა "ჩიკაგო ბულსის" მონაწილეობით, მან გაიფიქრა: "შევძლებ მეც აქ თამაშს?" - სწორედ ასეთი ოცნება აქვს ათასობით ბავშვს საქართველოში.

"კალათბურთის აკადემიაში მოთამაშე ბავშვები ჩემი მეგობრები არიან. ისინი მართლაც ბევრს შრომობენ. ისინი ამ ფინალურ სერიას დიდხანს ელოდნენ, ამაში დარწმუნებული ვარ", - აცხადებს ზაზა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გოლდენ სტეიტში და მილანში რო ითამაშებ ეგ უკვე დიდი დამსახურებაა ჩემო ძმაო. ასერომ ნუდაუკარგავთ დიდ შრომას ნურც ზაზას და ნურც კახას.
lado
19:58 09-06-2017
0
მართლა არ მესმის არ გახარებდეს ზაზას წარმატება. გასაგებია რომ ზაზა არაა სუპერსტარი და არც სანახაობრივ კალათბურთს არ თამაობს, მაგრამ მხოლოდ მისი შრომის დამსახურებაა რომ გოლდენის სასტარტოშია. საქართველოს სახელია და ისტორიაშიც შევა რომ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი ყავს. ღმერთმა იცის ეგ კიდევ როდის მოხდება
Papai
22:41 09-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული