ჩემპიონობა გადაიდო - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" კლივლენდში წააგეს [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტის" ჩემპიონობა, სულ ცოტა, სამი დღით გადაიდო. თბილისის დროით 10 ივნისს დილით NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა სტუმრად "კლივლენდ კავალიერსთან" ანგარიშით 116:137 წააგო.

სერიაში ანგარიში 3:1 გახდა, "გოლდენ სტეიტის" სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველი ცენტრი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 15:40 წუთში კი მისი მონაგარი 6 ქულა (2-იდა 2 ორქულიანი, 4-იდან 2 სააჯარიმო) და 3 მოხსნაა.

"კლივლენდში" საუკეთესონი ლებრონ ჯეიმსი (31 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი) და კაირი ირვინგი
(40 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა) იყვნენ, სტუმართა რიგებში კი კევინ დიურანტი გამოირჩა (35 ქულა, 4-4 მოხსნა და პასი).

სერიის მე-5 შეხვედრაში ფაჩულიას გუნდი უკვე მასპინძელი იქნება - მატჩი ოკლენდში, თბილისის დროით 13 ივნისს, დილის 5 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა და გამარჯვების შემთხვევაში "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ჩემპიონობას ისტორიაში მეოთხედ იზეიმებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
აი გამართლდა ჩვენი, კვალიფიციური გულშემატკივრის პროგნოზი. ანგარიში 4:1! გილოცავ საქართველო ზაზას მსოფლიოს ჩემპიონობას! საუკუნის ამბავი დაიწერა!
ვიღაც კლივლენდის გულშემატკივარს - ორჯერ გიპასუხე მაგრამარ გამოუშვეს! ნუთუ ვერ იხვდი, რომ 23 კი არა 13 მინდოდა დამეწერა და მექანიკურად შემეშალა?!
aburjga
13 ივნისი 2017 12:00
0
იუდა ისკარიოტელის თასისათვის ბრძოლაში კონკურენციამ და დაძაბულობამ იმატა!ვახო ფრთხილად იყავი, ეგ დავით 67 შენზე უარესი ბოღმა ჩანს და არ დაგასწროს!
კუკიის სასაფლაოს პრეზიდენტი
12 ივნისი 2017 14:13
0
რას ამბობ კაცო 23 მდე რა მომაცდენინებს .))ან მოიგებს და ან არა გოლდენი! ))შარშანაც ასე ეგონათ. მეორდება ყველაფერი!
aburjga -ს კლივლენდისგან
11 ივნისი 2017 04:07
0
ჩვენ როცა აქ ეს პროგნოზი დავდეთ, მაშინ მე-4 თამაში ჯერ ჩატარებული არ იყო და როგორ უნდა გვეყურებინა?! ცოტა დაფიქრდი სანამ შხამის ლესვას დაიწყებ! მე არ დამიწერია თამაში ჩაწყობილი იყო თქო! რა სისულელეა?! მაგრამ აქვე დავძენ შემდეგ მატჩს 23-ში აუცილებლად გოლდნი მოიგებს!
aburjga
10 ივნისი 2017 18:19
0
არ მესმის ვახოს რატომ ერჩით? ფაჩულია არის ძალიან "ჭუჭყიანი" კალათბურთელი. ძალიან უხეში,ამიტომ ამერიკაში არ უყვართ.მარტო იმიტომ რომ ქართველია აქო და ადიდო ეს სწორი არ არის!ობიექტურობის დაცვა სჯობია. სწორედაც მისი თანაგუნდელების წყალობით გახდება ნბა-ს გამარჯვებული,რატომ არ გინდათ რომ ეს გაიგოთ? თუ იცით და არ აღიარებთ?არავინ არ ამბობს რომ არ უნდა გაგვიხარღეს მისი წარმატება,მაგრამ რაც არის და როგორიც ამას ხომ ყველა ხედავს. ვისაც არ უნდა დანახვა ის ვერ დაინახავს და ვერც დაარწმუნებ!
ჯენარო გატუზოა მეორე კალათბურთში ზაზა
დავით 67
10 ივნისი 2017 17:49
0
ნბა ში ყველა გუნდს აქვს სახელფასო ფონდის მაქსიმალური ზღვარი,რომლის იქითაც ხელფასს ვერ გადაუხდიან.გოლდენ სტეიტი ყიდულობდა დიურანტს და ძვირიანი ცენტრის ყიდვისათვის ხელფასის ლიმიტი აღარ ჰკმაროდა.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ზაზამ დათანხმებულიყო მიზერულ ხელფასს, ჩემპიონობის ხათრით,თორემ 10-12 მილიონიანი კონტრაქტის მიღება პრობლემა არ იქნებოდა.ასეა საქმე ვახო და მორჩი ასეთ ლაპარაკს,თუ კაცი ხარ.კაცს თუ თავისი არ უყვარს,სხვისი როგორღა შეუყვარდება.
სოსო
10 ივნისი 2017 17:17
0
მართლა არ მესმის არ გახარებდეს ზაზას წარმატება. გასაგებია რომ ზაზა არაა სუპერსტარი და არც სანახაობრივ კალათბურთს არ თამაობს, მაგრამ მხოლოდ მისი შრომის დამსახურებაა რომ გოლდენის სასტარტოშია. საქართველოს სახელია და ისტორიაშიც შევა რომ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი ყავს. ღმერთმა იცის ეგ კიდევ როდის მოხდება
papai
10 ივნისი 2017 15:06
0
შენ და დანარჩენმა შენი სიტყვებით კვალიფიციურმა სხვა კომენტატორებმა, ას პროცენტიანი არც ერთს არ გიყურებიათ ამ თამაშისთვის, თორემ ასეთ სისულელეს, ვითომ თამაში იყო ჩაწყობილი და გოლდენმა შეგნებულად დათმო მაყუთის გულისთვის არ დაწერდით, მთელი კლივლენდი შუაზე გაიხა და საკუთარ ტყავიდან ამოძვრა რომ დღეს თამაში მოეგოთ.
aburjga-s
10 ივნისი 2017 14:27
0
ეგ სერია 4-1 ვივარაუდე და ასეც იქნება.
ირაკლი
10 ივნისი 2017 14:25
0
დაახჩო ვახო ბოღმამ, გაგიჟდა კაცი.
vaxo-s
10 ივნისი 2017 14:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული