ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
მკითხველის კომენტარები / 56 /
ვულოცავ ზაზას და მთელ საქართველოს!!!
aleko
13 ივნისი 2017 08:09
0
გილოცავ ზაზა, ლომი ხარ!
ვასილ
13 ივნისი 2017 08:08
0
Zazaaaa
Zazzaa
13 ივნისი 2017 08:03
0
ვულოცავ ზაზას ჩემპიონობას, მუდამ გამარჯვებული გვენახოს. წარმატებები გოლიათო!!
ნიკა
13 ივნისი 2017 07:59
0
იმედია, დაწვრილებით მიმოხილვასაც დროულად დადებთ.
ზურა
13 ივნისი 2017 07:51
0
ყოჩაღ! აი ახლა კი ნამდვილად სწრაფად დადეთ სტატია.
ზურა
13 ივნისი 2017 07:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული