თუ ფეხმძიმედ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ... როგორ "კბენენ" ამერიკაში ზაზა ფაჩულიას

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი NBA-ს ჩემპიონი გახდა. მან საჩემპიონო ბეჭედი "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში მოიპოვა, როცა მისმა გუნდმა ფინალურ სერიაში 4:1 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი".

- ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!
- ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

ზაზას ტიტულმა, ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა, თუმცა საინტერესოა, თუ როგორ შეხვდნენ ჩვენებურის გაჩემპიონებას ამერიკაში, იქაურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

CBSSports.com-მა, რატომღაც, ზაზა ფაჩულიაც "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელთა იმ კატეგორიაში შეიყვანა, რომელთაც ნაკლები წვლილი ან საერთოდ არ მიუძღვით წვლილი გუნდის ჩემპიონობაში.

"ბიჭები, რომლებიც თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ საჩემპიონო ბეჭდებს მიიღებენ". აი, რა წერია ზაზას შესახებ:

"სანამ "უორიორი" გახდებოდა, ზაზა ფაჩულია ორჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში. პირველად მან ყველას დაამახსოვრა თავი, როცა "ატლანტას" ფანებს მიმართა სიტყვით: Nothing Easy! Game 7 Baby! მეორედ, "დალასში" თამაშისას, მან NBA აიძულა, "ოლ სტარის" არჩევის წესები მთლიანად შეეცვალა, რადგან მთელი საქართველო ხმას აძლევდა მას "ვარსკლავებში" მოსახვედრად. წესი რომ არ შეცვლილიყო, ზაზა ითამაშებდა კიდეც იქ.

მებრძოლი ხასიათის კალათბურთელი ყოველთვის იყო ფანების სასურველი პერსონა იმ კლუბებში, სადაც ის თამაშობდა. ის კლასიკური მაგალითია ისეთი კალათბურთელის, რომლის წინააღმდეგაც თამაში გეჯავრება, მაგრამ გიხარია, როცა ის შენი თანაგუნდელია. ამ პლეი ოფშიც ორჯერ "გამოიჩინა" მან თავი, კავაი ლეონარდის ტრავმისას და იმან შამპერტთან ინციდენტის დროს.

- ზაზა ფაჩულიას ჭიდაობაში ოთხი კლივლენდელიც ვერ მოერია [VIDEO]
- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]

დიახ, ის ძალზე სასიამოვნო ბიჭია, რომელიც "უორიორსთან" ერთად მშობლიური ქვეყნის დროშით ზეიმობდა. ეს მართლაც საოცარი იყო და ძნელია, არ გაგიხარდეს მისი წარმატება".

- ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს [VIDEO+PHOTO]

მიუხედავად რამდენიმე საქებარი ფრაზისა, უცნაურია, რატომ მოხვდა ზაზა სტატიის მიხედვით ხოსე კალდერონის კატეგორიაში, რომელმაც "უორიორსის" მაისურა მოირგო, მაგრამ მოედანზე გასვლა აღარ დასცალდა.

მედიის წარმომადგენლები "ტვიტერში" და სოციალური მედიის სხვა საშუალებებით კიდევ უფრო პირდაპირები არიან, ვიდრე სტატიებში. სამწუხაროა, მაგრამ ისინი და სხვებიც, რატომღაც, უფრო უარყოფითად შეხვდნენ ზაზას ჩემპიონობას.

"ახლა ზაზა ფაჩულიას ჩემპიონის ბეჭედი აქვს -კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ცხოვრება უსამართლოა", - წერს სპორტული ჟურნალისტი ალექს ტრუიკა.

"უყურო, როგორ თამაშობს კალათბურთს ზაზა ფაჩულია, იგივეა, რაც უსმინო ხის ჯოხით ბანჯოზე შესრულებულ მუსიკას", - ბრუს არტური Toronto Star-ის სპორტის მესვეტე.

"აი, ახლა ჩვენ ვუყურებთ ზაზა ფაჩულიას თამაშს "ოლ სტარში", - ტელეწამყვანი მედლინ ბურკი.

"ჯავალ მაკგი, ზაზა ფაჩულია და მეტ ბარნსი NBA-ს ჩემპიონები არიან. დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ", - არტურ პიუ Spark Sports-ის სპორტული მწერალი და ტელეწამყვანი.

"ფაჩულიას, მაკგისა და ბარნსს ბეჭდები აქვთ და პატრიკ იუინგს, კარლ მელოუნსა და ალენ აივერსონს - არა", - შონ კუპერი, ერთ-ერთი ფანი.

"თუ ახლა ფეხმძიმედ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მოავლენთ ბავშვს იმ სამყაროში, სადაც ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია", - "ფეიკ' ბო პელინი, პაროდისტი.

"სამწუხაროა, რომ "უორიორსი" "თეთრ სახლში" არ წავა. უცნაური იქნებოდა, ტრამპს რომ ეთხოვა ფაჩულიასთვის, რამე კარგი თქვი ჩემზეო", - STU, ერთ-ერთი ფანი.

სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ძირითადად უარყოფითი გამოხმაურებებია. "სპურსის" ფანების დიდი ნაწილი MVP-ის ტიტულს ზაზას "აკუთვნებს", ის რომ არა, კავაი ლეონარდი არ დაიმტვრეოდა და ჩვენ ფინალში ვიქნებოდითო.

"კავალიერსის" ფანების განაწყენება ბუნებრივია, თუმცა ცუდია, რომ არც ნეიტრალური ქომაგები აქტიურობენ და ვერც "უორიორსის" ფანებისგან ვიხილეთ ზაზას დაცვა.
მკითხველის კომენტარები / 78 /
ვისაც ზაზას წარმატება გულზე ეკლად მოხვდა ყველანი დამწკრივდნენ სიმაღლის მიხედვით და ... ა.შ. :)
მახო
14 ივნისი 2017 14:45
0
ოოო ვიღაცას შეეშინდა ...... კალაძემ ხომ ფინტებით ,,ხაზავდა'' მინდორს,საკუთარ კალათში მაინც არ აგდებს კაცი ბურთს და საქართველოს უძღვნის ყველა გამარჯვებას , ხოდა გადავაყენოთ ჯერ საკუთარი სამშობლოს კარის 2ჯერ დამლაშქრავი ,,ენერგეტიკი'' თანამდებობიდან და დავნიშნოთ მია ადგილზე ფაჩულია ფულის გულისთვის მაინც არ გაიყიდება.
davit
14 ივნისი 2017 14:41
0
ამ წერილის შემდგენლებო, თქვენ თუ სადო-მაზოხისტები არ ხართ, რაში გჭირდებათ ასეთი ბოდიალი? ექსგიბიციონიზმს მაგონებს თქვენი საქციელი.
გია-11
14 ივნისი 2017 14:40
0
ამ ყველაფერს იუმორით შეხედეთ. არა მგონია ეს სტატიები ზაზას ანაღვლებდეს და ნურც ჩვენ „დავიგრუზებით“. ამერიკა ტავისუფალი ქვყანაა ჩვენგან განსხვავებით, იქ ცენზურა არ მოქმედებს და ყველა გამოთქვამს თავის აზრს.მთელი გულით ვულოცავ ზაზას და ჩვენც ამით გავიხაროთ.
irakli81
14 ივნისი 2017 14:36
0
სპორტის მესვეურტა საკურადგებოდ ცჰვენმა ზიუდოისტებმა და მოცჰიდავეებმა არანაკლებცარმატებას მიახციეს ეხლა ხანს ამ დგეებსჰი არავის არცერტ საიტს არ მოსვლია ტავსჰი ამის გასჰუქება...პაცჰულიამ კი ატი ცუტი იტამასჰა და ვერცერტი ქულა ვერ მოუტანა ტავის გუნდ..ამიხსენიტ რას ნისჰნავს.რომელი უპრო დასაპასებელი?
admin ar dabloko
14 ივნისი 2017 14:31
0
ბოღმა მოწევაზე უფრო ადრე კლავს :)
enlil
14 ივნისი 2017 14:30
0
ფეიკ' ბო ....- ასე წავიკითხე თავიდან რატომღაც...
haha
14 ივნისი 2017 14:25
0
Zaza cveni didi briliantia, visac zaza ar uyvars yvelas......
Joni
14 ივნისი 2017 14:25
0
ამათ რომ უსმინო მწვრთნელი სულელი ყოფილა პირველ ხუთეულში რომ ათამაშებდა
zaza
14 ივნისი 2017 14:24
0
ზაზაქართველია,ქვეყნიდან რომელიც ამერიკელთა უმრავლესობამ არც კი იცის სად არის,ჰო და მათთვის ზაზა საიდანღაც ჩამოთრეულია,ამიტომ ვერ იტანენ მის ჩემპიონობას,თორემ ის ძირითადის წევრი იყო და ზოგს საერთოდაც უთამაშებლად შეხვდა ბეჭედი,თუმცა ეს პრობლემა არაა,ისინი ამერიკელები არიან.თვითონ რომ ჰომო ფობები და რასისტები არიან,იმიტომ ელანდებათ იგივეც ჩვენში და იმიტომ გვიკიჟინებენ, მასე ნუ იქცევითო.ერთმა უკვე სცადა ქართველის მენტალიტეტი ამერიკულით შეეცვალა და საბედნიეროდ გავაბუნძულეთ.ღმერთმა დაიფაროს,ჩვენ მათ დავემსგავსოთ.
ისე ამერიკული მედიისა რად გვიკვირს,ზაზას აქაურებიც ბევრი ჰკბენს,თანაც წელს ქვემოთ.
სოსო
14 ივნისი 2017 14:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული