ბობი მარკსს NBA-ში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ის ბოლო 5 წელიწადი "ბრუკლინ ნეტსში" გენერალური მენეჯერის ასისტენტი იყო.
მარკსის დასკვნა ასეთია: "გოლდენ სტეიტი" ყველა თავისუფალ აგენტს შეინარჩუნებს ამ ზაფხულს, გარდა იან კლარკისა და ზაზა ფაჩულიასი.
usatoday.com კი მიიჩნევს, რომ "გოლდენ სტეიტი" შეეცდება ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებას, თუმცა რა გამოვა ამისგან, უცნობია.
KNBR მიიჩნევს, რომ კლუბმა არ უნდა იდარდოს იმაზე, რომ
The Mercury News მიიჩნევს, რომ "გოლდენ სტეიტის" გენერალური მენეჯერი ბობ მაიერსი ძალიან აფასებს ფაჩულიას, მაკგისა და ვესტს, თუმცა ლიგაში მზად არიან სხვა ვეტერანებიც, რომლებიც თავიანთ საბაზრო ფასზე ნაკლებად ითამაშებენ საჩემპიონო გუნდში, მაგალითად, ზაკ რენდოლფი.
აი, რას ამბობს მაიერსი ცენტრის პოზიციაზე: "ეს პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდში, მაგრამ ჩვენ ძალზე ბევრი თანხა გვაქვს დასახარჯი სხვა პოზიციებზე. ჩვენც სიტუაციისდა მიხედვით ვიმოქმედებთ. ვნახავთ, რა ვარიანტები გვაქვს.
ჩვენ მოგვწონს ის კალათბურთელები, რომლებიც ამ პოზიციაზე გვყავს. მათ სიტუაციას შევისწავლით, მაგრამ ჩვენ შევისწავლით ცენტრების თავისუფალ აგენტთა ბაზარსაც და შევარჩევთ საუკეთესო ვარიანტებს".