ამერიკული მედია: დიდი ალბათობით, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტიდან" წავა

AutoSharing Option
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, "გოლდენ სტეიტის" როტაციის სამივე ცენტრი - სასტარტო ზაზა ფაჩულია და მისი შემცვლელები, ჯაველ მაკგი და დევიდ ვესტი, თავისუფალ აგენტად გახდომის შემდეგ სხვა კლუბებს მიაშურებენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტი ხდება.

"ცენტრის პოზიცია, სავარაუდოდ, ყველაზე დამაფიქრებელია - ზაზამ, ვესტმა და მაკგიმ ყველასთვის მოულოდნელად, ძალზე კომპეტენტური დამატება შექმნეს "გოლდენ სტეიტის" 4-თავიანი მონსტრისთვის.

ძალიან მოულოდნელი იქნება, თუკი "უორიორსს" ყველა აუცილებელი ოპერაციის შემდეგ ბიუჯეტში იმაზე მეტი დარჩეს, რომ თითოეულ მათგანს ვეტერანის მინიმუმზე მეტი შესთავაზოს.

არადა, სამივეს
გაცილებით უკეთესი კონტრაქტის დაბევება შეუძლია სხვა რომელიმე კლუბში", - წერს The Mercury News.

Marin Independent Journal: "ლივინგსტონი, კლარკი, ფაჩულია, ვესტი და მაკგი, უფრო დიდი ალბათობით, გუნდიდან წავლენ".

"ბარნსსა და ფაჩულიას შეუძლიათ სხვა გუნდში გაცილებით მაღალი ანაზღაურების მიღება და იმის გათვალისწინებით, რომ ეს შესაძლოა, მათი უკანასკნელი კონტრაქტები იყოს ლიგაში, ასეც არის მოსალოდნელი", - წერს The Pioneer.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეც ასე ვფიქრობ, ზაზაა უჩინო გლადიატორი იყო, რომელიც პირველ ძლიერ შეწმოტევას ყოველთვის აბეტონებდა,შემდეგ კი ერთვებოდნენ კავალერისტები და ყველაფერი უადვილდებოდათ
ნიკოლოზი
10:07 30-06-2017
0
მეც ასე ვფიქრობ, ზაზაა უჩინო გლადიატორი იყო, რომელიც პირველ ძლიერ შეწმოტევას ყოველთვის აბეტონებდა,შემდეგ კი ერთვებოდნენ კავალერისტები და ყველაფერი უადვილდებოდათ
ნიკოლოზი
10:04 30-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული