ზაზა ფაჩულიას ახალი კონტრაქტის სამი ვარიანტი "გოლდენ სტეიტთან"

AutoSharing Option
ამერიკული მედია იუწყება, რომ მთავარი ვარსკვლავების დაბევების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" აპირებს ზაზა ფაჩულიას დაბრუნებასაც.

USA TODAY: დურანტის წყალობით "გოლდენ სტეიტს" ფაჩულიას შენარჩუნება შეუძლია

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა სტეფ კარის, ორი წლით დაიბევა კევინ დურანტიც.

მათ გარდა, გადაწყვეტილია დევიდ ვესტის, ანდრე იგუოდალასა და შონ ლივინგსტონის შენარჩუნებაც. ახლა კი ზაზა ფაჩულიას ჯერია.

csnbayarea.com  ზაზას სავარაუდო კონტრაქტის ოდენობას განიხილავს. შარშან მას "გოლდენ სტეიტში" 2,9 მილიონი დოლარი ჰქონდა. გამოცემა სამ ვარიანტს განიხილავს:

"1. "უორიორსმა" მას შესაძლოა მისცეს ეგრეთ წოდებული სრული საშუალო
გამონაკლისი, რაც სეზონში 5,2 მილიონ დოლარს შეადგენს (რაც ძალზე საეჭვოა).

2. კლუბმა შეიძლება გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ზაზა ისეთი თავისუფალი აგენტია, რომელზეც ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს და მისცეს მას 20%-ით გაზრდილი შარშანდელი კონტრაქტი, რაც დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარია.

3. ან ფაჩულია გააფორმებს კონტრაქტს ვეტერანის მინიმუმზე, რაც 2,3 მილიონი დოლარია. სწორედ ასე დაუკავშირდება გუნდს დევიდ ვესტი".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ლარი ბერდის წესი რას გულისხმობს? თუ აგვიხსნით, ძალიან დაგვავალებთ
=***
07 ივლისი 2017 09:10
0
ერთი ამ სოფლის გიჟიც გვყოფნის, რომელმაც საკმაოდ თავი მოაბეზრა ყველას,ეხლა მეორეც რომ გამოჩნდი, მარტო საჩხუბრად რატომ შემოდიხარ აქ მუდმივად?
888-ს
06 ივლისი 2017 14:13
0
ვის ფულებს ითვლით, საკუთარ თავს მიხედეთ უსაქმურებო......
bela
06 ივლისი 2017 13:26
0
ამდენ რეგვენს რა გაუძლებს?რას წერენ, რეებს როშავენ,რა დარიგებებს აძლევენ.ზაზამ თქვენზე კარგად იცის როგორც უნდა მოიქცეს,კიდევ კარგი აქამდე თქვენს ჭკუაზე არ უვლი და არც ივლის!
888
06 ივლისი 2017 13:11
0
დილიდან პარანოია და გაორება ერთდროულად გაგიმძაფრდა მსქროლავო ფიგაროვ?
im147-raternity-s
06 ივლისი 2017 12:43
0
რა გობერთან კონკურენცია ხუმრობთ? გობერი ერთ-ორ წელიწადში მთელი კონფერენციის დომინანტი ცენტრი იქნება. კიბორგია ტიპი. მაგასთან კონკურენცია ნიშნავს იმას რომ სკამზე იჯდება და მხოლოდ დაასვენებს გობერს. ეგ არ გვაწყობს. მილოუკი მართლა მშვენიერი ვარიანტი ჩანს, პერსპექტივაც აქვს ამ გუნდს და ზაზაც ნორმალურად დაიტვირთები წუთებით
fraternity
06 ივლისი 2017 10:32
0
მე კი მგონია საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მილუოკიში დაბრუნება - თავს ისე ლაღად, როგორც მილუოკიში, ზაზა სხვა გუნდში არ გრძნობდა. ზაზასი და მონროს წყვილი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა ნებისმიერ გუნდის ცენტრებთან ჭიდილში. თანაც დიდი პოტენციალის მქონე გუნდია, ჯეისონ კიდის მეთაურობით იგი აღმოსავლეთში თავის სიტყვას იტყვის.
tim147
06 ივლისი 2017 10:02
0
ჩემი აზრით სტეიტი არ არის ზაზას გუნდი. მცირე სათამაშო დრო, სუპერვარსკვლავები, როდემდე ზაზა დაბლ-დაბლის მანქანაა, გახსოვთ დალასი. მაიამი არა, იქ უაიტსაიდია, ჩემი აზრით იუტა, იქ შეძლებს გობერთან კონკურენციას, მერე აზრიანი და ჭკვიანი გუნდია, მგონი ფეივორსთანაც მოახერხებდა საერთო ენის გამონახვას.
თემო
06 ივლისი 2017 00:33
0
შარშან როდესაც ჰქონდა მომენტი ძაან ადვილად მიიგებდა 3 წლიან კონტრაქტს 15-16 მილიონზე. წელს ..... საუკეთესო ვარიანტი მაიამია
გუჯი
05 ივლისი 2017 20:49
0
ტიმოფეი მოზგოვს უნდა ქონდე 16 მილიონი წელიწადში და ზაზას არა? მდი ზაზა რაც უფრო კარგ კონტრაქტს გააფორმებ მით უკეთესი
გიორგი
05 ივლისი 2017 20:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული