USA TODAY: დურანტის წყალობით "გოლდენ სტეიტს" ფაჩულიას შენარჩუნება შეუძლია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსს" ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებისა და თავისუფალი აგენტის, ნიკ იანგის დამატების შანსი მიეცა - ამ ყველაფრის მიზეზი კი კევინ დურანტია. უფრო ზუსტად კი, მისი საქციელი.

კევინმა რამდენიმე კვირის წინ თქვა უარი "კუთვნილ" მაქსიმალურ კონტრაქტზე, რომელიც სეზონში 34,5 მილიონი დოლარია და ამით შესაძლებელი გახადა გუნდში ანდრე იგუოდალასა და შონ ლივინგსტონის დარჩენა.

ამის მიუხედავად, მას თავისუფლად შეეძლო წელიწადში 31,5 მილიონი დოლარი მოეთხოვა, მაგრამ, როგორც USA TODAY-სთვის ცნობილი გახდა, დურანტი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან და სეზონში დაახლოებით 25-26 მილიონი დოლარით დაკმაყოფილდება.

ბიუჯეტიდან
გამოთავისუფლებული მილიონები კი შესაძლოა, ეყოს თავისუფალ აგენტ ნიკ იანგის აყვანას, ასევე, ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას გუნდში დატოვებას.

აი, ასე მოულოდნელად შემოტრიალდა NBA-ს ჩემპიონ გუნდში სიტუაცია. დიდი ალბათობით, "გოლდენ სტეიტი" არა მარტო შეინარჩუნებს ძირითად ბირთვს (ფაქტობრივად, მხოლოდ ზაზას შენარჩუნება აკლია), არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუნდაც 2.3 მილიონი მისცენ, თვეში გამოდის 191 ათას 666 დოლარი, რაც სულ მცირე 422 ათასი ლარია.. რა, ცუდია?
mentori
17:24 05-07-2017
0
თუნდაც 2.3 მილიონი მისცენ, თვეში გამოდის 191 ათას 666 დოლარი, რაც სულ მცირე 422 ათასი ლარია.. რა, ცუდია?
mentori
17:23 05-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული