ქართველი კალათბურთელი თავად ყაზაიშვილსაც შეხვდა და სპორტსმენებმა მაისურებიც გაცვალეს. ზაზასთან ფოტოები ასევე "სან ხოსეს" სხვა ფეხბურთელებმაც გადაიღეს.
რაც შეეხება მატჩს, "სან ხოსე" ლამარ ჰანტის სახელობის ღია თასის მეოთხედფინალში "ლოს ანჯელეს გელექსის" შეხვდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ყაზაიშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.