"შურისძიება" - "სან ანტონიოს" ფანმა მხატვარმა ლეონარდისა და ფაჩულიას სცენა დახატა

AutoSharing Option
2017 წლის NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ეპიზოდმა, როცა კავაი ლეონარდი ცუდად დაეცა ზაზა ფაჩულიას ფეხზე და მძიმე ტრავმა მიიღო.

ამ ამბის შემდეგ ზაზა ფაჩულია "სან ანტონიოს" ფანების ნომერ პირველი მტერი გახდა და ერთ-ერთმა მხატვარმა, როი ჩენგმა ზუსტად ისეთი სცენა დახატა, როგორც წარმოუდგენიათ "სან ანტონიოს" ფანებს კავაის შურისძიება ზაზაზე მომდევნო სეზონში, როცა "გოლდენ სტეიტი" ტექსას ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ზაზამ უარყო, რომ მან ტრავმა განზრახ მიაყენა ლეონარდს და ლიგის ხელმძღვანელობაც ამ აზრზე იყო, თუმცა სპეციალისტებისა და კალათბურთელების ნაწილმა ქართველი
კალათბურთელი "ბინძური თამაშისთვის" გააკრიტიკა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
"სწორად აწყობილს"
წაკითხულს გაგება უნდა; ამერიკას ლიბერალობა და ჯანმრთელი ღირებულებები არ აკლია, მაგრამ არც მიშა და არც იმ ნახატის ავტორი არ არიან ისეთები და სამწუხაროდ, იქ მათნაირებსაც ჰყავთ ტაშის დამკვრელები და წამქეზებლები
მერაბი გ.
07:09 25-07-2017
0
არასწორად აწყობილი კაცი ხარ.
აი, დეტალები შეიძლება ყველაფერი გაქვს, მაგრამ არ ხარ სწორად გაერთიანებული
ამიტომ ლიბერალობა სიმახინჯე გგონია და მიშა ლიბერალი :)
merabi g.-s
01:18 25-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული