"შურისძიება" - "სან ანტონიოს" ფანმა მხატვარმა ლეონარდისა და ფაჩულიას სცენა დახატა

AutoSharing Option
2017 წლის NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ეპიზოდმა, როცა კავაი ლეონარდი ცუდად დაეცა ზაზა ფაჩულიას ფეხზე და მძიმე ტრავმა მიიღო.

ამ ამბის შემდეგ ზაზა ფაჩულია "სან ანტონიოს" ფანების ნომერ პირველი მტერი გახდა და ერთ-ერთმა მხატვარმა, როი ჩენგმა ზუსტად ისეთი სცენა დახატა, როგორც წარმოუდგენიათ "სან ანტონიოს" ფანებს კავაის შურისძიება ზაზაზე მომდევნო სეზონში, როცა "გოლდენ სტეიტი" ტექსას ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ზაზამ უარყო, რომ მან ტრავმა განზრახ მიაყენა ლეონარდს და ლიგის ხელმძღვანელობაც ამ აზრზე იყო, თუმცა სპეციალისტებისა და კალათბურთელების ნაწილმა ქართველი
კალათბურთელი "ბინძური თამაშისთვის" გააკრიტიკა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
აუცილებელია რამდენჯერაც სპურსის ფანი ზაზას გალანძღავს ყველაფერი სტატიად და ნიუსად აქციოთ ? :))))) სასწაულია პირდაპირ..
shmurnalistebs
19:52 23-07-2017
0
ეს ყველაფერი იმ გამოყრუებული ბერიკაცის პოპოვოჩის ბრალია - ატეხა ისტერიული წივილი და რეგვენებიც აიყოლია
არადა ლეონარდი დაახტა, სარმა ხომ არ გამოუდიათ? ამ ეპიზოდამდე ორიოდე წუთით ადრე ამხტარი ლეონარდი თავისი სათადარიგოს ფეხს დაახტა და კოჭლობდა(?)
თუ ახტები შე მამაცხონებულო სად უნდა დაახტე არ უნდა იფიქრო?
=***
08:15 24-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული