"გასულ თვეში, როცა "უორიორსმა" საჩემპიონო აღლუმი გამართა, სტივ კერმა განაცხადა, რომ სამივე ცენტრის, ზაზა ფაჩულიას, ჯაველ მაკგისა და დევიდ ვესტის დაბრუნება სურს გუნდში მომავალი სეზონისთვისაც.
აქედან ორი, ფაჩულია და ვესტი უკვე გუნდში არიან. 14-კაციანი განაცხადი მზად არის, კერს სურს, რომ მე-15 სწორედ მაკგი იყოს.
"ძალიან მინდა, რომ მაკგი ჩვენთან დაბრუნდეს, ახლა ვმუშაობთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ ეს ოპერაცია", -