ბოლონიელებს სანიკიძის დატოვება სურთ

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" იტალიის ჩემპიონატი მეოთხედფინალში დაასრულა - "მონტეპასკისთან" 1:3 დამარცხდა. ამ მოვლენიდან მეორე დღეს მთავარმა მწვრთნელმა ლარდო ლინომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რასაც კლუბის ხელმძღვანელი კლაუდიო საბატინი არ შეწინააღმდეგებია.

"ვირტუსი" უმწვრთნელოდ მხოლოდ ერთი დღე იყო - ლარდო ლინოს შემცვლელად ალესანდრო ფინელი დანიშნეს. 44 წლის სპეციალისტი ბოლოს "რეჯო ემილიას" წვრთნიდა, მანამდე "ლივორნოში", "იმოლაში", "ფერარასა" და "მონტეგრანაროში" მოღვაწეობდა.

მწვრთნელის საკითხის მოგვარების შემდეგ ბოლონიელთა ხელმძღვანელობამ კალათბურთელებისთვისაც მოიცალა. მართალია, ჯერ ბევრი არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ ერთი ფაქტია - "ვირტუსს" ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს და
კლუბის ხელმძღვანელობაც ჯიბესქელი სპონსორის ძიებაშია.

საინტერესოა ვიქტორ სანიკიძის საკითხიც, რომელსაც კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულებასთან ერთად ამოეწურა. გუნდის პრეზიდენტმა კლაუდიო საბატინიმ გაზეთ "კორიერე დი ბოლონიასთან" ინტერვიუში რამდენიმე კალათბურთელზე ილაპარაკა. ზოგზე თქვა - ჩვენთან არ სურთ დარჩენა და გზა მშვიდობისა ჰქონოდეთო, ასევე ჩამოთვალა მოთამაშეები, რომელთა გუნდში დატოვებაზე უკვე მუშაობს:

- არის ზოგიერთი კალათბურთელი, რომლებსაც მომავალ სეზონშიც სიამოვნებით ვიხილავ "ვირტუსის" ფორმით: ვიქტორ სანიკიძეს, ჯარედ ჰოუმანს, ჯუზეპე პოეტას... დაველაპარაკებით და ყველაფერს გავარკვევთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული