"ვირტუსი" უმწვრთნელოდ მხოლოდ ერთი დღე იყო - ლარდო ლინოს შემცვლელად ალესანდრო ფინელი დანიშნეს. 44 წლის სპეციალისტი ბოლოს "რეჯო ემილიას" წვრთნიდა, მანამდე "ლივორნოში", "იმოლაში", "ფერარასა" და "მონტეგრანაროში" მოღვაწეობდა.
მწვრთნელის საკითხის მოგვარების შემდეგ ბოლონიელთა ხელმძღვანელობამ კალათბურთელებისთვისაც მოიცალა. მართალია, ჯერ ბევრი არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ ერთი ფაქტია - "ვირტუსს" ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს და
საინტერესოა ვიქტორ სანიკიძის საკითხიც, რომელსაც კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულებასთან ერთად ამოეწურა. გუნდის პრეზიდენტმა კლაუდიო საბატინიმ გაზეთ "კორიერე დი ბოლონიასთან" ინტერვიუში რამდენიმე კალათბურთელზე ილაპარაკა. ზოგზე თქვა - ჩვენთან არ სურთ დარჩენა და გზა მშვიდობისა ჰქონოდეთო, ასევე ჩამოთვალა მოთამაშეები, რომელთა გუნდში დატოვებაზე უკვე მუშაობს:
- არის ზოგიერთი კალათბურთელი, რომლებსაც მომავალ სეზონშიც სიამოვნებით ვიხილავ "ვირტუსის" ფორმით: ვიქტორ სანიკიძეს, ჯარედ ჰოუმანს, ჯუზეპე პოეტას... დაველაპარაკებით და ყველაფერს გავარკვევთ.