
სანქციის გამოტანისას ითქვა, რომ ბესიკ ლეჟავას არ ჰქონდა მონაწილეობის უფლება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ ტურნირში. 25 წლის სპორტსმენს საზღვარგარეთ უნდა მოეძებნა კლუბი.
მოძებნა კიდეც - მიმდინარე სეზონის დასაწყისში კვიპროსული "აპოლონიდან" მიიღო მიწვევა, კვიპროსის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი ახალ კლუბთან გაიარა და მწვრთნელის სიმპათიაც დაიმსახურა.
- "აპოლონში" კარგად მიმიღეს, მწვრთნელის ნდობაც მოვიპოვე. გუნდში კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, საინტერესო
კვიპროსელები სეზონს 21 ოქტომბერს გახსნიან. სადებიუტო ტურში "აპოლონი" შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტ "აელ"-ს ეწვევა.
გასულ ჩემპიონატში ბესოს ახლანდელი გუნდი პლეი ოფში გავიდა, სადაც სწორედ "აელ"-თან 0:2 დამარცხდა. მას მერე "აპოლონის" ხელმძღვანელობამ კლუბის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა და არც მეტი, არც ნაკლები, 12 ლეგიონერი დაიმატა. მათ შორის ერთი ქართველია, ოთხი ამერიკელი, ორი ლატვიელი, თითო შვედი, ბრიტანელი, ჩეხი და რუსი. თუნდაც უცხოელთა სიუხვის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ წლეულს "აპოლონი" კვიპროსის ჩემპიონატში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
2011-12 წლების სეზონში კვიპროსის პირველობაზე კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს - ნიკა ჩხატარაშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ასკში ბესიკ ლეჟავას გვერდით 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში გამოდიოდა. ნიკა შარშანწინ "ენად"-ის ღირსებას იცავდა, თუმცა შარშან საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ "ბათუმში" თამაშობდა. ახალი სეზონის წინ ჩხატარაშვილმა კვლავ კვიპროსში გამგზავრება გადაწყვიტა და "ენად"-ს დაუბრუნდა.
არც ნიკას გუნდშია ლეგიონერთა სიხალვათე, ქართველის გარდა სამი სერბი და ორი ამერიკელია. პირველ ტურში, 21 ოქტომბერს "ენადი" აპოელს ესტუმრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"