
ჩვენდა გასახარად ევროლიგის პირველი ტური ქართველთა გამარჯვებებით დაიწყო: "კანტუმ" ფრანგები 80:69 დაამარცხა, ხოლო "გალათასარაიმ" პოლონეთში 76:72 იმარჯვა.
***
ვიდრე შეხვედრათა მსვლელობებს შევეხებოდეთ, ქართველებზე უნდა ვთქვათ. ნამდვილად არ გვეგონა, თუ ერთი დღის ჩასულ
არ გეგონოთ, მატჩის მსვლელობისას "კანტუს" 19 ნომერის გარდა ვერავის ვამჩნევდით, მან სხვა თანაგუნდელებთან ერთად მართლაც ნაყოფიერედ იმუშავა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: მარგი ქმედების კოეფიციენტის (18) მიხედვით იგი "კანტუში" საუკეთესო იყო. ამ მაჩვენებლით მეორე გახლდათ ვლადიმირ მიკოვი - 15.
შერმადინმა ერთი ორქულიანი ჩატენვით დააგვირგვინა, 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა და 8 ქულას 6 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მიამატა. მან 2 ფოლი მიიღო, მეტოქეებს კი წესების დარღვევა 6-ჯერ აიძულა.
აქამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ "კანტუს" სათავეში მეტად ჭკვიანი კაცი უდგას: ტრინჩიერი ცდილობდა მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი ერთდროულად ეთამაშებინა. ეს ახალბედა ქართველ ცენტრს საქმეს გაუიოლებდა. ასეც მოხდა. თავის მხრივ, მანუმ ჩვეული დამაჯერებლობით ითამაშა, მსროლელის პოზიციაზეც ირჯებოდა და დიდი დრო გამთამაშებლის ფუნქციების შესრულებას მოახმარა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეროვნულ ნაკრებში ზოგჯერ მისი პლეიმეიქერად გამოყენებაც შეიძლება.
მარკოიშვილმა 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაშის შემდეგ "კანტუმ" მცირე უპირატესობა მოიპოვა, ხოლო მეოთხე პერიოდის დასაწყისში მანუჩარის ორი საჯარიმოს წყალობით სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა (59:52). ამის შემდეგ ისედაც მშვიდად მოთამაშე კანტუელებს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
***
პოლონეთში ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმ" ოთხივე პერიოდში არათანაბრად ითამაშა: პირველი მეოთხედი ორი ქულის სხვაობით მოიგო, მეორე - 11:18 დათმო, თუმცა მესამე ათწუთეულში საოცარი თამაში უჩვენა და მეტოქეს 27:11 აჯობა. მეოთხე პერიოდის წინ თურქები 11 ქულით იგებდნენ და ძნელი წარმოსადგენი იყო პოლონელებს თამაში შემოეტრიალებინათ. თუმცა მათ ეს მოახერხეს და სირენამდე 16 წამით ადრე სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს - 71:74. საბოლოოდ "გალათასარაი" მაინც არ გატყდა და 76:72 გაიმარჯვა.
თურქული კლუბის ქართველმა ცენტრმა, ფაჩულიამ 4:39 წუთი ითამაშა და აქტივში მხოლოდ ერთი მოხსნა ჩაიწერა.
***
დღეს ევროლიგაზე მეოთხე ქართველი ჩაერთვება - თორნიკე შენგელიას "შარლერუა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"