ტორინ გრინმა და მარკიზ ჰეინსმა მეორე ტურში ესპანელთა ფრანკფურტულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. "გრან კანარიამ" "სკაილაინერსი" 71:58 დაამარცხა.
მარკიზი სასტარტო ხუთეულში იყო და ოქმში მის გასწვრივ 8 ერთიანი დაფიქსირდა. თავად დათვალეთ: 28:21 წუთი, 11 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი), 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ფოლი მეტოქეს.
გრინი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჰეინსზე 2 ქულით მეტი მოაგროვა - 25
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ტორინ გრინი იახლა. აი, რა თქვა ქართული პასპორტის მქონე გამთამაშებელმა:
- ევროთასზე ნებისმიერი მატჩის მოგება რთულია, განსაკუთრებით გასვლითი შეხვედრებისა. პირველ ტაიმში მეტოქეს თამაშის საშუალება მივეცით, მეორე ნახევარში კი დაცვაში უკეთ გავისარჯეთ და დამსახურებულად მოვიპოვეთ მეორე გამარჯვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"