ტორინ გრინის და მარკიზ ჰეინსის მეორე გამარჯვება

AutoSharing Option
ევროთასზე ქართველებს ერთი საქომაგო ობიექტი გვყავს - "გრან კანარია", რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი ნატურალიზებული კალათბურთელი თამაშობს.

ტორინ გრინმა და მარკიზ ჰეინსმა მეორე ტურში ესპანელთა ფრანკფურტულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. "გრან კანარიამ" "სკაილაინერსი" 71:58 დაამარცხა.

მარკიზი სასტარტო ხუთეულში იყო და ოქმში მის გასწვრივ 8 ერთიანი დაფიქსირდა. თავად დათვალეთ: 28:21 წუთი, 11 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი), 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ფოლი მეტოქეს.

გრინი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჰეინსზე 2 ქულით მეტი მოაგროვა - 25
წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი. სამქულიანი დისტანციიდან გრინმაც მაღალი შედეგიანობით ისროლა: 3-დან 2.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ტორინ გრინი იახლა. აი, რა თქვა ქართული პასპორტის მქონე გამთამაშებელმა:

- ევროთასზე ნებისმიერი მატჩის მოგება რთულია, განსაკუთრებით გასვლითი შეხვედრებისა. პირველ ტაიმში მეტოქეს თამაშის საშუალება მივეცით, მეორე ნახევარში კი დაცვაში უკეთ გავისარჯეთ და დამსახურებულად მოვიპოვეთ მეორე გამარჯვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული